„ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ“ - ხვიჩა კვარაცხელია

„ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ, ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია“, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვარაცხელია აცხადებს, რომ ბედნიერია იმითაც, რომ რონალდოს მაისურიც აქვს. 

ქართველმა ფეხბურთელმა ქართველ ქომაგებს მადლობა გადაუხადა.

ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. სადაც ერთი პროცენტია შანსი, სადაც არის რწმენა, რომ ყველაფერს გააკეთებ ეს დავამტკიცეთ ჩვენ და ყველას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაფერი შეგვიძლია.

ქომაგებმა ძალიან დიდი მუხტი მოგცეს, ამდენი ხალხი ჩამოვიდა გერმანიაში. ჩვენ მოედანზე აბსოლუტურად დამუხტულები ვთამაშობდით. ყველა გულშემატკივარს დიდი მადლობა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ერთად ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და არავისზე ნაკლები ვართ და კიდევ გვაქვს შანსი, რომ წინ და წინ ვიაროთ ყველამ ერთად.

ბედნიერები ვართ, რონალდოს მაისურიც მაქვს და შემდეგ ეტაპზეც გავედით. ვერ წარმოვიდგენდი, რაც რონალდოსთან მოხდა. თამაშამდე მოვიდა და წარმატებები მისურვა. ის დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა. იტალიის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს წარმატება უფრო მეტია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არანაკლები გამოცდა ელოდება - ჩვენი მეტოქე 30 ივნისს ესპანეთის ნაკრები იქნება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719687531

სპორტი

„ძალიან პოზიტიური გარემოა, დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით" - ოთარ კაკაბაძე

ყველაფერს ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ განაცხადა...

ოთარ კაკაბაძე

1719684127

სპორტი

„მიდის სანახავად, არიიის...აბა რააა, იმედგაცრუების წლებიც დასრულებულია, დიდი გზის მხოლოდ დასაწყისში ვართ“ - გიგა გვენცაძე

„ევრო 2024“ -ის ქართველი კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში  2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებს შორის 30 ივნისს დაგეგმილ მაჩტთან დაკავშირებით წერს. გიგა გვენც...

გიგა გვეცენაძე

1719681703

სოციალური მედია

„შენ იმსახურებ ყველაფერს საუკეთესოს ამქვეყნად" – გიორგი ქოჩორაშვილს შეყვარებული დაბადების დღეს ულოცავს

ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი იუბილარია. მან დაბადების დღესთან დაკავშირებით უამრავი მილოცვა მიიღო. მისი შეყვარებული სანდრა მენდოსა Instagram-ზე გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და იუბილეს უ...

გიორგი ქოჩორაშვილის შეყვარებული

1719678962

მსოფლიო

ავარია რიკოთზე - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა. ამავე ცნობით, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა, მალევე რიკოთზე ავარიის შედეგად დაშავებულებიდან ე...

პოლიცია

1719675926

სოციალური მედია

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს პატარას

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეა ხუჯაძემ დაწერა. „დაიბადა თემური ხუჯაძე, სამგზის მამიდა ვარ უკვე“. ცნობისთვის, მომღერალმა თაკო თუხაშვილზე გასული წლის სექტემბერში...

დათო ხუჯაძე მესამე შვილის მამა გახდა