"მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში" - ნიკოლოზ სააკაშვილი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში მიმართვას ავრცელებს.
როგორც ექსპრეზიდენტის მამის მიმართვაშია აღნიშნული, იგი შვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
"მდგომარეობა კრიტიკულია დრო აღარ ითმენს!
მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი.
დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში.
გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ", - წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 35-ე დღეა შიმშილობს. სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე საუბრობენ და ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
ამავე თემაზე:
🔵 „მინდა სიცოცხლე და თავისუფლება“ - მიხეილ სააკაშვილი
🔵 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს სთხოვს შიმშილობა შეწყვიტოს
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...