"მთავარია, აღიქვამს თუ არა დასავლეთი საქართველოს თავისიანად და თავისნაირად" - იაგო კაჭკაჭიშვილი

„ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მძაფრი კრიტიკა (თუნდაც, დამსახურებული) არ არის დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის საპირწონე“, - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს.

„ამ შემთხვევაში, მორალურ სიბრტყეს არ ვგულისხმობ (ანუ იმას, რომ „მთელი სამყარო ერთი ბავშვის ცრემლადაც არ ღირს“): ამ სიბრტყეზე ყველა ხელისუფლება (და სახელმწიფო), განურჩევლად, ბოროტებაა.

ვგულისხმობ სტრატეგიულ, პრაგმატულ პოლიტიკას.

სხვადასხვა არგუმენტი მაქვს, თუ რატომ ვფიქრობ ასე.

ახლა ერთს მოვიტან: მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში (შევარდნაძის მმართველობის ჩათვლით), არასოდეს ყოფილა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოება ისე განხიბლული საქართველოთი, როგორც ახლაა.

ს, ჯერჯერობით, ჩვენი სანუკვარი პარტნიორების გახშირებული განცხადებებით შემოიფარგლება, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით (თუ ასე გაგრძელდა), ეს განხიბვლა აუცილებლად გამოიწვევს ქვეყნის მიტოვებას დასავლეთის მიერ.

არ ვამტკიცებ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამას განგებ აკეთებს. ამას ახლა პრინციპული მნიშვნელობა არც აქვს - მთავარია, აღიქვამს თუ არა დასავლეთი საქართველოს თავისიანად და თავისნაირად.  ვფიქრობ, რომ აღარ, ან - თითქმის აღარ. აი, ამ ნეგატივს ნამდვილად ვერ გადაფარავს სააკაშვილის რეჟიმის კრიტიკა", - დაწერა იაგო კაჭკაჭშილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და იგი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად იმყოფება სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, გარდა გორის სამხედრო ჰოსპიტლისა, გადაყვანის შემთხვევაში, მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს. გაერთიანებული ოპოზიცია კი 6 ნოემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავს მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 “თქვენ გგონიათ, ბედნიერია ვინმე, ამ საძაგლობას რომ უყურებს” - ნათია ფანჯიკიძე

🔵 "გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე" - ელენე ხოშტარია 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი