"გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე" - ელენე ხოშტარია

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-10 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

როგორც ხოშტარია წერს, თავს კარგად გრძნობს და ერთ-ერთი ანალიზი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა, რადგან გადასხმები გაიკეთა.

"გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე.

ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა.

ამიტომ ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე.

თუ რამე „გაკრიტიკულდება“ ექიმებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას.

დღე მე-9-ც მიილია და ვარ ძალიან მხნედ და შემართებით.

თქვენც, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ", – წერს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. იგი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, და აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ არ იქნება ოპოზიციის მოთხოვნები დაკმაყოფილებული. როგორც ხოშტარიამ განაცხადა, შიმშილობას არ შეწყვეტს, თუმცა თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, იგი წამლებს მიიღებს.

ამავე თემაზე:

🔲 "თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს" - ელენე ხოშტარია

🔲 ელენე ხოშტარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე შიმშილობას არ შეწყვეტს

🔲 "მართლაც გასაკვირია ასეთი ულტიმატუმებით საუბარი" - მიხეილ სარჯველაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი

1740829321

ახალი ამბები

„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...

დავით ჩიხელიძე

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე