მწვანე პასპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები, შესაძლოა, 7 დეკემბერს გამკაცრდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ მწვანე პასპორტთან დაკავშირებული ღონისძიებები შესაძლოა გამკაცრდეს. მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას სამშაბათს, 7 დეკემბერს მიიღებს.
“შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში და რომელიც განიხილავს ვაქცინაციის ეფექტურობის და ასევე გეგმის შესახებ გარკვეულ სტრატეგიებს. ასევე ტესტირებასთან მიმართებით ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი. დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული.
ასევე ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე რომ 72 საათიანი ვალიდურობა შეიძლება არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად. საბჭომ იმსჯელა ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ გარკვეულ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე და მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, და მე არ გამოვრიცხავ, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც შეეხება მწვანე პასპოტს და ასევე სხვა აღსრულების მექანიზმებს”, – განაცხადა ტიკარაძემ პირველი არხის ეთერში.
ცნობისთვის, პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵საბერძნეთში "ომიკრონის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - reuters
🔵3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...