ნანა გეგეჭკორი: გადარჩენის ერთადერთი გზაა, პირბადე+დისტანცია+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. 

მედიკოსის თქმით, ჯერჯერობით უცნობია ახალი შტამის შესახებ ბევრი რამ, თუმცა იგი მოსახლეობას ურჩევს, რომ მაქსიმალურად დაიცვან დისტანცია და ატარონ პირბადე.

"ჯერ არავინ იცის ნიუანსები და შესაბამისად, კვლევებით გამყარებულ პასუხებს ვერავინ გაგცემთ. 

გადარჩენის გზა ამ სიტუაციაში არის, ბოლოს და ბოლოს დაჯერება, რომ კოვიდი ნამდვილად არსებობს, ის სიცოცხლისთვის საშიში საფრთხეა, ყველამ გონებას მოუხმოს და შეამციროს ინფიცირების რისკი.

მით უმეტეს, როცა ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არავინაა. 

იქნებ დაიჯეროთ, რომ სწორად მორგებული ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის წესების დაცვა ნამდვილად ამცირებს ინფიცირებას.

ეს არაა ცარიელი რწმენა. ამ ინფორმაციის უკან დგას უამრავი კვლევა და ძალიან ცხადი შედეგები.

ვაქცინაცია არის უალტერნატივო პრევენცია კოვიდით სიკვდილის.

დიახ, ვაქცინაციას აქვს გვერდითი ეფექტები და რისკები, მაგრამ ეს რისკები უმნიშვნელოა კოვიდით ავადობის რისკებთან შედარებით და სწორად დაგეგმილი პროცესისას ყველა გართულება მართვადია.

არის ახალი წამლები კოვიდის მართვის რაციონში. ამაზე გუშინ მივეცი ვრცელი ინტერვიუ "ტვ პულსს" და როგორც კი გამოქვეყნდება გაგიზიარებთ. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჯადოსნური წამალი არ და ვერ იარსებებს.

კოვიდის მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და იზოლირებულად ვერც ერთი პრეპარატი წარმატებული ვერ იქნება.

და ბოლოს...

გადარჩენის ერთადერთი გზაა;

ვაქცინა+პირბადე+სოციალური დისტანცია+ჰიგიენა+ძლიერი ჯანდაცვა+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები.

ამ ფორმულის ბოლო ორი მდგენელი საქართველოში ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.

შესაბამისად პირველ ხუთზე მაინც კონცენტრირდით და გააკეთეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ექიმი ჯადოქარი არაა.

ექიმს შეუძლია იყოს მხოლოდ დამატებითი ფაქტორი კოვიდის მართვაში.

ძირითადი ფაქტორი ხართ თქვენ და საკუთარ თავს მოსთხოვეთ მაქსიმუმი პირველ რიგში და მხოლოდ ამის მერე შეეძლება ექიმს თავისი წვლილი შეიტანოს თქვენი სიცოცხლის გადარჩენაში...

P.S. ამ პოსტის ქვეშ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. სამწუხაროდ ძალიან მძიმე დღე მაქვს.

მკურნალობის ახალ მეთოდებზე, მართლა ამომწურავი ინფორმაცია იქნება ინტერვიუში",-წერს ნანა გეგეჭკორი.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკაში ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია 24 ნოემბერს გავრცელდა.

ამავე თემაზე:

📌 სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი ისრაელშიც გამოვლინდა

📌 "აქამდე რაც გვინახავს, მათ შორის ყველაზე საგანგაშოა" - სიუზან ჰოპკინსი კორონავირუსის ახალ სამხრეთ აფრიკულ შტამზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი