"აქამდე რაც გვინახავს, მათ შორის ყველაზე საგანგაშოა" - სიუზან ჰოპკინსი კორონავირუსის ახალ სამხრეთ აფრიკულ შტამზე

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის სააგენტოს მთავარი სამედიცინო მრჩეველი, სიუზან ჰოპკინსი აცხადებს, რომ Covid 19-ის ახალი ვარიანტი "აქამდე რაც გვინახავს, მათ შორის ყველაზე საგანგაშოა" გავრცელების მაჩვენებლით.

იგი აღნიშნავს, რომ ასეთი გავრცელების მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ ამ დრომდე არ აღწერილა.

"სამხრეთ აფრიკაში შემთხვევების დღიური მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი იყო, თუმცა 2 კვირაზე ნაკლებ პერიოდში ეპიდვითარება ორჯერ უფრო გაუარესდა.

COVID 19-ის ახალი ვარიანტის რეპროდუქციული მაჩვენებელი (R) 2-ს უდრის, ანუ ერთ ინფიცირებულს შეუძლია ვირუსი ორ ადამიანს გადასდოს, როდესაც R მაჩვენებელი ერთზე მეტია, იგი საფრთხის შემცველად მოიაზრება და ნიშნავს, რომ მისი გავრცელება მზარდია.

ამბობენ, რომ გაუტენგის პროვინციაში, სადაც პირველად იპოვეს ეს ვარიანტი, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ახლა ორს უტოლდება, რაც ძალიან მაღალია და ასეთი მაღალი გადადების მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ არ გვინახავს", – ამბობს ჰოპკინსი.

მისივე თქმით, სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი რამდენიმე კვირაში იქნება.

ამავე თემაზე:

🔲 სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება - უცხოური მედია

🔲 გიორგი ფხაკაძე: ვერ არის საქმე კარგად, სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს 

🔲 ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება  

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740842952

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა - ის დღეს კირ სტარმერს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონიდან ლონდონში ჩავიდა. როგორც ცნობილი ხდება, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მას დღეს, დაუნინგ-სტრიტზე უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC...

ვოლოდიმირ ზელენსკი

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი