ნიკა გვარამიას ოცნება!

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუს აქვეყნებს.

„დაბრუნება მინდა.

სადაც დედა, სკოლიდან მოსულს, ჩემი საყვარელი კარაქში, ნიორში, პილპილსა და ხახვში შემწვარი ხბოს დაბეგვილი ხორცის სუნს ატრიალებს, მაგრამ მშვიდად ჭამას არ მაცლის და სკოლის ამბების გამოკითხვით მტანჯავს.

სადაც მამა სამუშაოდან გვიან ბრუნდება, ბევრს ეწევა, დედას ეჯუჯღუნება, მაგრამ მაინც ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებულია სამყაროში. თავზე ხელს გადამისვამს პერიოდულად და დაიჩივლებს, რა სუ ჯუჯღუნებს ეს დედაშენიო.

სადაც ეზოში ლეღვის ფოთლების მომწარო, ლეღვის მერქნის მსუყე და ლეღვის ნაყოფის მოტკბო-მომჟავო სურნელია.

ოლეანდრების და გლიცინიების ქალაქში დაბრუნება მინდა. ზღვიდან წამოსული ბრიზი რომ მარილის და იოდის არომატს ამატებს და ამ ნაზავს მთელ ქალაქში ფანტავს. მთელი ქალაქის გავლით იქამდე მიერეკება, სანამ მთაზე შეფენილი კიპარისების და ციტრუსების ბაღების სუნს არ შეაჯახებს და ამ ქალაქის უნიკალურ არომატს არ "დასვამს". აი, იმას, სიზმარში რომ მცემს სრულიად ცხადად, სრულიად მკაფიოდ.

მე, ვინც ფერად სიზმრებსაც კი ვერ ვხედავ.

მე, ვინც არდადეგებიდან დაბრუნებისას, მანქანაში ჩაძინებული, ჩემს ქალაქს სუნით ვცნობდი და ეგრევე თავს წამოვყოფდი - "როგორც იქნა, სოხუმია".

მე, ვინც უკვე ძლივსღა ვიხსენებ ჩემს ქალაქს და ყველაზე ცხადად ეს სურნელი და მშობლების ხმა ჩამესმის ხოლმე.
მე, ვინც დაბრუნების გარდა, აღარაფერზე ვოცნებობ“, - წერს ნიკა გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ - ინფექციონისტი საშიში პიროტექნიკის გამოყენებაზე წერს

🔵 საქართველოში თოვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

🔵 ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, თურქულ ლირასთან მიმართებით კი გამყარდა - ვალუტის კურსი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073722

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...

დონალდ ტრამპი

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე: