ომიკრონი პოლიეთილენის ზედაპირებზე 8 დღე, კანზე კი 21 საათი ძლებს - იაპონელი მეცნიერების ახალი კვლევა

„ომიკრონის ვარიანტი ადამიანის კანზე 21 საათს, ხოლო პოლიეთილენის ზედაპირებზე 193.5 საათს ძლებს, რაც წინა შტამებთან შედარებით ნავარაუდევზე დიდი დროა, - იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს Euronews ავრცელებს.
მათი დასკვნით, ომიკრონს აქვს „გარემოსადმი მაღალი მდგრადობა“ - რაც იმას ნიშნავს, რომ მას ინფექციურ ვირუსად ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი აქვს. მეცნიერების აზრით, ამ უნარის გამო იყო შესაძლებელი რომ ის ჩაანაცვლებდა დელტას შტამს და უფრო სწრაფად გავრცელდებოდა.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ პოლიეთილენის ზედაპირებსა და კანზე ალფა, ბეტა, დელტა და ომიკრონის ვარიანტები 2-ჯერ მეტხანს ძლებენ ვიდრე ვუჰანში აღმოჩენილი ვარიანტი და კანზე ინფექციურობას 16 საათზე მეტხანს ინარჩუნებენ“ - წერია კვლევაში.
შედარებისთვის ორიგინალი ვარიანტი პოლიეთილენის ზედაპირზე 56 საათს ძლებდა, კანზე 8.6 საათს. დელტა ვარიანტი კი შესაბამისად 114 და 16.8 საათს.
„ამ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ომიკრონის ვარიანტს აქვს ყველაზე მაღალი მდგრადობა გარემოსადმი ყველა საგულისხმო ვარიანტს შორის. ეს მაღალი სტაბილურობა კი ასევე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ომიკრონის ვარიანტს მისცა შესაძლებლობა, რომ დელტა ჩაენაცვლებინა და უფრო სწრაფად გავრცელებულიყო“ - წერია კვლევაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შტამის ვირუსის ნაწილაკები ეთანოლის სპირტის შეხებისას დაახლოებით 15 წამის შემდეგ წყვეტენ არსებობას.
ასევე საინტერესოა:
🔵 კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსი ერთი ქულით გაუარესდა
🔵 100 ლარს მიიღებენ 50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...