"ომიკრონის გამოჩენამ გამოიწვია ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს შორის" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, კორონავირუსის ახალ ვარიანტ-ომიკრონთან დაკავშირებით, მორიგ კვლევაზე წერს:
"ძალიან გადამდები COVID-19 ვარიანტის, ომიკრონის გამოჩენამ გამოიწვია გარღვევის ინფექციების დიდი რაოდენობა, მათ შორის ჯანდაცვის მუშაკებს შორის (HCW).
ამან გამოიწვია გარკვეული პრობლემები სამედიცინო დაწესებულებებში პერსონალის ნაკლებობის გამო.
ამ სიტუაციის გამოსასწორებლად CDC-იმ გასცა ახალი რეკომენდაციები რომელიც საშუალებას აძლევს ჯანდაცვის მუშაკებს დაბრუნდნენ სამსახურში მე-5 დღის შემდეგ, თუ მათი სიმპტომები გაუმჯობესდა, ყოველგვარი უარყოფითი სწრაფი ანტიგენის ტესტის (RAT) მოთხოვნის გარეშე.
ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მეცნიერის უკმაყოფილება გამოიწვია შტატებში.
იმისათვის რომ ენახათ რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება ჩატარდა კვლევა.
2022 წლის 2 იანვრიდან 2022 წლის 12 იანვრამდე კვლევისათვის ჩაატარეს 309 RAT (სწრაფი ტესტი) 260 მედიცინის მუშაკს, მათი ავადმყოფობის 5-10 დღის შუალედში.
საერთო ჯამში, 43% (134 - 309-დან) ამ ტესტებისა RAT იყო დადებითი 5-10 დღეებს შორის.
ყველაზე დიდი პროცენტული დადებითი RAT დაფიქსირდა იმ პერსონალს შორის, ვინც დაბრუნდა პირველი ტესტისთვის მე-6 დღეს (58%).
პერსონალს დაბრუნებულს მე-8 და მე-9 დღეს უფრო ნაკლებად ჰქონდათ დადებითი ტესტი (26%, 19/74).
ის პერსონალი HCW, რომელიც დადებითი იყო პირველ ტესტზე, ყველაზე ხშირად დადებითად რჩებოდა მეორე ტესტის დროს, მეორე ტესტების 56%, გაერთიანებული მთელი 6-10 დღის განმავლობაში.
კვლევამ ნათლად აჩვენა რომ ვაქცინირებული HCW-ის 40%-ზე მეტს, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ იმისთვის, რომ სამუშაოზე გამოსულიყვნენ, ჯერ კიდევ ჰქონდათ დადებითი RAT ტესტები პირველი ტესტირების დროს (მე5-დან მე 10 დღემდე).
ეს შედეგები მიუთითებს, რომ COVID-19-ით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, კვლავ გადამდებია დაავადების მე-5 დღის შემდეგ, სიმპტომების სტატუსის მიუხედავად.
იზოლაციისგან ადრეული გათავისუფლება უნდა განხორციელდეს იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდების ჩართვამ ავადმყოფობის მე-6-10 დღეს საზოგადოებაში ან სამუშაო გარემოში შეიძლება გაზარდოს COVID-19-ის სხვებზე გავრცელების რისკი, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ძირი გამოუთხაროს პერსონალის დაბრუნებით გამოწვეულ მოსალოდნელ სარგებელს და გამოიწვიოს მეტი ავადმყოფი მუშაკი",- წერს ზაზა წერეთელი.
სხვა სიახლეები:
📍საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 326 პაციენტი
1741543285
საზოგადოებაკახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...
1741543032
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა. დეპუტატის თქმით, გენდერი...
1741538557
ახალი ამბებიბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ
„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...
1741534941
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე
რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...
1741532232
სპორტიქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება
ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...