ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებული 5 პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 144 მოქალაქის კუთვნილ 18 000 000 ლარზე მეტ თანხას დაეუფლნენ.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით და სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს.

მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18 648 902 ლარს დაეუფლნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კიდევ ორ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით შეუმცირდათ და საბოლოოდ ბრალდებულებს 8 წლით და 4 თვით, 6 წლით და 8 თვით და 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741803465

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ლორა თორნტონი ჩვენი ქვეყნის მტერია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, სადაც რევოლუცია მომხდარა, ყველგან „ენჯეოები“ იყვნენ ამის ავანგარდში. ამასთან, მაჭავარია...

ლევან მაჭავარიანი

1741802655

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? - ტრამპი

გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-...

დონალდ ტრამპი

1741801351

საზოგადოება

სოზარ სუბარი: როდესაც პრეზიდენტი აგვისტოს ომის წაგებიდან ერთ კვირაში აგზავნის თვითმფრინავს გერმანიაში „კბენითი თერაპიის სპეციალისტის“ ჩამოსაყვანად, ეს მხოლოდ დანაშაული არ არის - ეს ქვეყნის სირცხვილია

„როცა ადამიანი იპარავს 9 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან და ამას ახმარს თავის კეთილდღეობას, ეს დიდი დანაშაულია, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა სასა...

სოზარ სუბარი

1741799498

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები უკვე მიემგზავრებიან რუსეთში, რათა განიხილონ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. „ჩვენი ხალხი ახლა რუსეთში მიემგზავრება. ა...

დონალდ ტრამპი

1741796851

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის, იმ...

მარიამ ქვრივიშვილი