"პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა" - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყანაში პირბადის გამოყენების 40%-იანი მაჩვენებელი და დღიურად აცრილთა უპრეცედენტოდ დაბალი მონაცემები მეხუთე ტალღისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდის შეჩერებას აფერხებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ.
როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, შემთხვევების შემცირების გზები პირბადის გამოყენებას და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას უკავშირდება.
"უნდა შევეცადოთ, რომ ახალი და აქტიური შემთხვევების შემდეგი ზრდა ავიცილოთ თავიდან. თუ ახალი შემთხვევების ზრდა შემდგომში ისევ დაფიქსირდება, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევინარჩუნოთ არსებული სიტუაცია და ამას გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაც მოჰყვეს. პირბადეების გამოყენება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა შემთხვევების რაოდენობა არ გაიზარდოს. პანდემიის დასაძლევად, მთავარი გზა მასობრივი ვაქცინაციაა", - აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 721 388 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 665 599, გარდაიცვალა 10 089 პაციენტი.
ამავე თემაზე:
🔴 საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი
🔴 ის, რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირი გზა ლოკდაუნისკენ - გიორგი ფხაკაძე
1741626192
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...
1741621047
მსოფლიოკრემლი - რუსეთი და აშშ ურთიერთობების აღდგენის საწყის ეტაპზე არიან
„რუსეთი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის გზის საწყის ეტაპზე არიან, ეს გზა გრძელი იქნება“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „ჩვენ...