ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი თურქულ ენაზე დაიბეჭდა

2021 წლის 14 დეკემბერს, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და თურქეთის ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის, ბ-ნი ნურეთთინ ჩარმიქლის მხარდაჭერით, თურქულ ენაზე, დაიბეჭდა ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ (Gürcü Ansiklopedik Sözlüğü) სასიგნალო ეგზემპლარი.  

წიგნის ავტორია თურქეთის ქართული დიასპორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, მთარგმნელი და მკვლევარი ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე).  საგულისხმოა, რომ გამოცემა მიეძღვნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავს და მისი მიზანია, აამაღლოს საქართველოს შესახებ ცნობადობა თურქეთში.  

600-გვერდიანი ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი“ მოიცავს ზოგად ინფორმაციას საქართველოს, ქართული კულტურის, ისტორიის, არქიტექტურის, ხელოვნების, ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სხვ. მნიშვნელოვანი თემების შესახებ.  გამოცემა, მალე, სრული ტირაჟის გამოცემისთანავე იქნება ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის.

ამასთან, ახლო მომავალში, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართება ,,ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის“ წარდგენა, წიგნის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით.  აღსანიშნავია, რომ გამოცემის ავტორმა, ერდოღან შენოლმა, ქართული სამეცნიერო სტატიების გარდა, თურქულ ენაზე თარგმნა ქართველი პოეტისა და პროზაიკოსის, ფრიდონ ხალვაშის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ომრი“. აგრეთვე, მისი უშუალო ჩართულობით, 10-მდე სრული და მოკლემეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი ითარგმნა თურქულ ენაზე.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან

📌 დიდი ბრიტანეთში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

📌 ჯანმო: "ომიკრონი" შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი