ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს“ Black Sea Arena 24 აგვისტოს უმასპინძლებს!

24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში ანსამბლი „ერისიონი“ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში თავიანთი შემოქმედებით გვამოგზაურებს, შემოქმედებით, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხეში ცოცხლობდა და ჩვენამდე „ქართული საგანძურის“ სახით მოვიდა. სწორედ ასე ჰქვია ერისიონის შოუ პროგრამას, რომლითაც ანსამბლი წელს ევროპის დიდ საგასტროლო ტურნეში 4 ქვეყნის 12 ქალაქში უცხოელი მაყურებლის წინაშე წარდგა და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო.

140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა, გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას რომელიც „ერისიონის“ ორსაათიან შოუ-პროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს.

რამდენიმე ათეული წელია სრული ანშლაგით მიმდინარეობს ანსამბლის კონცერტები საქართველოშიც. Black Sea Arena-ზე აქამდე ორჯერ გამართულმა კონცერტმაც, სრულად სავსე დარბაზით და უსაზღვრო ემოციების ფონზე ჩაიარა, რაც არენაზე ქართული ანსამბლისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. რადგანაც Black Sea Arena, ყველანაირი მუსიკალური გემოვნების ადამიანებზე ზრუნავს, „ერიოსიონის“ კონცერტი შეკვეთილში კიდევ ერთხელ გაიმართება. ღონისძიების ბილეთების შეძენას 5 ივლისს, 12:00 საათიდან ვებგვერდზე TKT.ge შეძლებთ.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia - ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს უკვე ესტუმრნენ OneRepublic და Scorpions, ზაფხულის მანძილზე კი კიდევ ორი ღონისძიება: Jungle და „ერისიონი“ არის დაგეგმილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1720104231

ახალი ამბები

„მატადორი“ - ილია თოფურიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ცხოვრებაზე მადრიდში დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც მაყურებელს Filmax Takes International-ს გამოფენაზე უკვე აჩვენეს. ფილმის სახელია „მატადორი“, რომლ...

მებრძოლი ილია თოფურია

1720101061

საინტერესო ამბები

„თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს“ - Bild

„ყოველწლიურად ფრინველის გრიპი სულ უფრო მეტ ქვეყანაში ჩნდება და მუტაციას განიცდის. თუ ზომები არ მიიღეს სავარაუდოა, რომ მომავალში ის შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წ...

ააა

1720098539

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7996 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ააა

1720093922

საზოგადოება

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში...

 გაჩენილი ხანძარი

1720090660

საზოგადოება

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია

თბილისში, მთაწმინდაზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ფერდზე ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მაშველები იმყოფებიან და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამ გა...

ხანძარი ბათუმში