„ნაკრების სახელით მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის“ - გურამ კაშია
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის აღსანიშნად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ნაკრების წევრებისთვის 30 მილიონი ლარის ჯილდოს სახით გადაცემას გამოეხმაურა.
როგორც ნაკრების კაპიტანი აღნიშნავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ფეხბურთის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.
„ნაკრების სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის“, - განაცხადა კაშიამ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“, - აღნიშნა ნაკრების კაპიტანმა.
1720296261
ჰოროსკოპი7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეს დღეს მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც...
1720292673
საზოგადოებათბილისში გლოვოს კურიერი დაჭრეს
თბილისში გლოვოს კურიერი პნევმატიკური იარაღიდან დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლ...
1720289017
საზოგადოებაკახეთში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამ...
1720283378
საინტერესო ამბები„ეს არის ნიშნები, რა დროსაც მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს“- ექიმი პედიატრის გაფრთხილება!
„ზაფხულში თავს იჩენს სალმონელა. ბაქტერიული ინფექციები ნაწილობრივ მაინც უნდა გამიჯნოს მშობელმა და 1/2 დღეში განგაშის ზარი ატეხოს. მრავალჯერადი ღებინება, რაც ვირუსს ნაკლებად ახასიათებს, დიარეა, რომელიც...
1720275771
სოციალური მედიარას წერს გარდაცვლილი პროფესორის ცოლი - „მთელი თვის მანძილზე უბნის ძაღლები ჩემს ფანჯარასთან ყმუოდნენ, ძილის საშუალებას არ გვაძლევდნენ“
მწერალ ირმა მალაციძის მეუღლე, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დაკარგული 57 წლის პროფესორი, გიორგი გახელაძე იყო, რომლის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მოხალისეები ი...