"რამდენი პოსტი ვარდება, წავედი ემიგრაციაშიო, პოლონეთში, ესტონეთში, მოლდოვაში... როგორი გულდასაწყვეტია" - ირაკლი ლატარია

ანალიტიკოსი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში, საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყანაში არსებული  იძულებით წასულ მოქალაქეებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"რამდენი პოსტი ვარდება, წავედი ემიგრაციაშიო, პოლონეთში, ესტონეთში, მოლდოვაში და ა.შ

როგორ გული მწყდება, რა გახდა ეს ქვეყანა, სულ რაღაც 3 მილიონი ადამიანი ვართ და რით ვერ ავაწყვეთ ცხოვრება ისე, რომ ჩვენზე ბევრად ნაკლები პოტენციალის მქონე ქვეყნებში არ გარბოდნენ ჩვენი მოქალაქეები?

უამრავი მილიონერი, მილიარდერი გვყავს და 99 % ცდილობს საზღვარგარეთ დაბანდოს თავისი ქონება და იქ ააწყოს ცხოვრება.

ივანიშვილის გარდა, მე პირადად არ ვიცი არავინ ქართველი უმდიდრესი ადამიანი, რომელიც თუნდაც თავის რეგიონს მაინც ააყვავებდეს.

3 მილიონი კაცის სტაბილურად შემოსავალზე დასმას რა უნდა, აი რააა? ჩვენშია ყველაში ალბათ პრობლემა, როდესაც ვინმეს სადმე ნიშნავენ (10-დან 7) საკუთარი თავის გარდა არაფერზე ფიქრობს, არადა ეგ ადამიანები ხომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ?

ყველამ, რომ თავისი კონკრეტული საქმე აკეთოს ზედმიწევნით ერთგულებითა და პატიოსნებით, საქართველოში არ იქნება გაჭირვებული ოჯახი.

ყველა რეგიონში შევიყვანოთ თითო ინვესტორი უდიდესი საწარმოების აშენების ვალდებულებით და მხოლოდ ქართველების დასაქმებით, სახელმწიფომ კი გაათავისუფლოს იგი რამდენიმე წლით რომელიმე გადასახადისგან, მისცეს შეღავათები და ა.შ.. ძალიან მარტივად ვწერ ახლა, თორემ ბევრად მეტი მაქვს ნაფიქრელიც და დაწერილიც, მაგრამ  

ერთმანეთის ჭამაში რა ენერგიასაც ვხარჯავთ, ეს რომ ერთმანეთისთვის რაიმეს კეთებაში დავხარჯოთ ჩვენ ერი / ბერი ვერ გვაჯობებს.

როგორი გულდასაწყვეტია, როდესაც შენი თანამოქალაქე მიდის ისეთ ქვეყანაში, რომელზეც მინიმუმ ორჯერ უკეთესადაც უნდა ვცხოვრობდეთ რომ მოგვენდომებინა!!!", - წერს ლატარია.

სხვა სიახლეები:

🔲 სახლში სერიოზული კონფლიქტი იყო - რას ჰყვება ზაზა ფაჩულია მშობლებზე? (ვიდეო)

🔲 ღამის კლუბები: მივმართავთ ყველა შესაძლო ზომას, რომ შევძლოთ კლუბების უსაფრთხო გახსნა და ჩვენი საყვარელი სივრცეების გადარჩენა 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი