როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები - ერეკლე დეისაძე

პოეტი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის საზოგადოების ნაწილს, მიდგომებს უწუნებს. დეისაძის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ.
"ორი კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, ფეისბუკ ჟანდარმერია დაგეშილი ესხმოდა თავს ჰუმანიზმის მოტივით, ,,ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას და რეებს წერო'' იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა, იმიტომ რომ ღვარძლიანი კაცი იყო და სიძულვილს ავრცელებდაო.
როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები,
მერე თქვენივე ისტერიკის პირისპირ მარტო რჩებით და უმწეობისგან გული გიღონდებათ, როცა აღმოაჩენთ რომ არც ისეთი ძლიერები ყოფილხართ, როგორც გაჯერებდნენ.
გაჯერებდნენ რადგან შენგან არა ღირსეული მოქალაქე, არამედ პარტიული მონსტრი, ე.წ. საზარბაზნე ხორცი მიეღოთ. რომელსაც ეგოზე მოფერებით, მეხსიერებას წაუშლიან და მათთვის სასარგებლო პარტიულ რუპორად აქცევენ.
მიიღეს კიდევაც ე.წ. ნუგეშდაკარგული და ნიჰილიზმში გადავარდნილი ბაბლი , რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ერთადერთი იარაღი დაუტოვეს, ფეისბუქ ემოჯებით ბრძოლა.. ხილულ და უხილავ მტრებთან.
გარკვეული კატეგორია კომიკურობის იმ ზღვარზეც მივიდა. ,,მაშინებენ'' - შენს მუსიკას აღარ მოვუსმენთო.
ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც პირველ წიგნში გამბედაობას და პროვოკაციას მიწონებდა, მაგრამ ახლა ჩემში ვეღარ ხედავს იმავეს, რადგან მათი თვალთახედვის არეალს მოვწყდი, იმ დღის წესრიგს გამოვეთიშე, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია.
მაგალითად, როცა პარლამენტის წინ ,,ნარკოპოლიტკას'' ვაპროტესტებ , ან პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ, მაშინ ჩემი ნიჭი აშკარაა.
საკმარისია ჰესის აშენების წინააღმდეგ პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი უნიჭობა ცხადი ხდება.
რთული საყურებელია, ბულინგის შიშით ჩაგუბებული პირები. ვაიდა ბაბლიდან ვინმემ არ მოგკვეთოთ და მარტო არ დარჩეთ. მესმის რომ ძნელია ტუსოვკის დაკარგვის შიში, მაგრამ ხალხი უფრო დიდ რამეებსაც კარგავს, მაგის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამოდის",-წერს, ერეკლე დეისაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი და დადასტურდა „კოვიდ-19“-ის 5 486 ახალი შემთხვევა
1741955271
ახალი ამბები„მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“ - არჩილ გორდულაძე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტზე ისაუბრა, რომლის ა...
1741953766
ახალი ამბები„ქართული ოცნება“: ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა
ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში, რომლითაც პარტია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მორიგ გლობალურ ანგარიშს ეხ...
1741953015
ახალი ამბები„ნაკლებად მჯერა ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე“ - იაგო ხვიჩია
„ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ ქარტიამ გააერთიანა ეს ხალხი, შ...
1741952765
ახალი ამბებივოლსკი ჩეხეთის სენატის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციაზე: ამ კომიტეტსაც სირცხვილი, სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა
„სამარცხვინო და უსამართლო ქმედებაა, სირცხვილი ამ კომიტეტსაც“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჩეხეთის სენატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ ანტიქართულ რეზოლუციას. მისი...
1741949034
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში, ვინც ამის წინააღმდეგია, ის არის საქართველოს მომავლის წინააღმდეგი
„ნარკოტიკების გასაღების ნებისმიერი მცდელობა იქნება მკაცრად აღკვეთილი საქართველოში“, - განაცხადა ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ...