რომან გოცირიძე: წელიწადში ერთი მილიონი ლარის ხარჯები, ღირს გავიმეტოთ ზეიმის მოსაწყობად - ღირს ახალი წელი მცირეოდენ ხარჯებად

პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, წელიწადში ერთხელ, ახალი წლის აღსანიშნავად გამოყოფილი თანხების ხარჯვა ღირს, რადგან მისი თქმით ქვეყანას, რომელსაც 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს უნდა იყოს გაჩახჩახებული.
"ქვეყანა, რომელსაც 9 მილიონი ტურისტი სტუმრობს, გაჩახჩახებული უნდა იყოს.
ახალ წელს მაინც.
ამართლებს ეს ხარჯები.
ორი ათეული წელია ვისმენთ ერთსა და იმავე ისტორიას - რატომ არის საახალწლოდ განათებული თუ გადანათებული თბილისი.
ვინმეს, ჩვეულებრივ მოქალაქეს, გამოუთქვმს პრეტენზია, არ გვინდა საახლწლო მორთულობებიო?
უფრო იმაზე დაობენ, “ლუსტრა” უფრო უხდება თუ საყვირებიანი ანგელოზები.
მე თუ მკითხავთ, არც ერთი და არც მეორე, მაგრამ რაღაცები ხომ უხდება?
იპარავენ ფულსო.
ალბათ კი.
გვახსოვს გაქუცული მილიონიანი ნაძვის ხე და კიდევ რაღაცები.
ცუდია ქურდობა, ოღონდ ნუ გვავიწყდება, რომ სინამდვილეში სხვაგან იპარავენ ათეულ და ასეულ მილიონებს.
წელიწადში ერთი მილიონი ლარის ხარჯები ( ანუ სამასი ათასი დოლარი) ღირს გავიმეტოთ ზეიმის მოსაწყობად.
არაა ეს სფერო ქალაქის მესვეურთა კორუფციული საქმიანობის მთავარი სარბიელი.
იპარავენ სულ სხვაგან და სულ სხვა მასშტაბებით.
დღეს შევიტყვეთ, რომ საკალათბურთო დარბაზის აშენებას, სადაც ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, “არ ჰყოფნის” ოცი მილიონი ლარი.
70 მილიონი ხომ აშოვნინეს საკუთარ კომპანიას, ახლა მეტი მოუნდათ.
საბაბიც კარგი აქვთ - თურმე ვერ ესწრება და თუ ფულს არ გამოვძებნით, თამაშები შეიძლება სხვაგან გადაიტანონ. ეს რომ მოხდებოდა, ნათელი იყო.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისათვისაც ასე მოხდა: ვერ ვასწრებთო და თავდაპირველთან შედარებით თითქმის ერთი იმდენი წაუმატეს.
ეს ნაცადი ხერხია: იგებენ ტენდერს იაფი შეთავაზებით ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული კომპანიები და მერე აძვირებენ და ფულს იყოფენ.
ასე არ მოხდა ჭავჭავაძია პროსპექტის მშენებლობისას?
ასე მოხდება ვაკის პარკის რემონტის დროსაც.
მალე შევიტყობთ, რომ დასამთავრებლად “ფული არ ჰყოფნით”.
ავტობუსების შემოყვანით იმდენი მილიონები მოიპარეს თბილისის ბიუჯეტიდან, რომელიც თბილისის საახალწლო განათებას ეყოფოდა ზუსტად 180 წლის განმავლობაში.
ჩვენ ვანათებთ ქალაქებს ჩვენს მიერ გადახდილი ფულით და არა ხელისუფლება.
არც ქალაქის მორთვაში უნდა იპარავდნენ ფულს და არც მშენებლობებში, მაგრამ აქცენტების არასწორად დასმა (ანუ რატომ ვხარჯავთ გართობაზე ფულს) განუზომლად დიდი მასშტაბის ფულის ფლანგვისაგან ყურადღების სხვაგან გადატანას ემსახურება ძალაუნებურად.
სხვათა შორის, თბილისის საახალწლო განათებისთვის საჭირო ხარჯები იმაზე გაცილებით ნაკლებია, რამდენსაც ხელფასის სახით იღებენ ეროვნული ბანკის საბჭოს ან რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს ( მაგალითად, სემეკის) წევრები.
ღირს ახალი წელი მცირეოდენ ხარჯებად!", - წერს რომან გოცირიძე.
სხვა სიახლეები:
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...