რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა ლარსის გამშვები პუნქტი? - შსს განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

"სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა", - რუსეთის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
უწყების ცნობით, ასევე შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროაქტიულად აქვეყნებს.
კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5 186 მოქალაქემ.
28 სექტემბრის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9 642 და გავიდა 5 448 მოქალაქე.
ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალში“ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტო მიმოსვლა სრულად აღდგა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მგზავრთა ნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "მე მაქვს პატარა, მაგრამ ლამაზი სახლი" - როგორ სახლში ცხოვრობს გიორგი კალანდია (ფოტოკოლაჟი)
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...
1745069640
ახალი ამბები20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...
1745067253
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო
დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...
1745063057
ახალი ამბებიიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...