"სააკაშვილ-ივანიშვილი ფინალურ ბრძოლას მართავენ და ეს პროცესები 2022 წელს დასრულდება" - რას პროგნოზირებს ასტროლოგი რამაზ გიგაური

რას მოიტანს 2021 წლის ნოემბერში მარსი-სატურნი-ურანის ტაუ-კვადრატი?! ასტროლოგი რამაზ გიგაური ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს.


"მეტაგნოზი (წარსულის ანალიზი)

ნაწყვეტი ჩემი 2021 წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროგნოზიდან.

მუნდანური ჰოროსკოპის მიხედვით 2021 წელი საქართველოსთვის იოლი არ იქნება. ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ცხადია, პოლიტიკური, უფრო სწორედ კი ხელისუფლებისთვის ბრძოლა იქნება.

როგორც საქართველოს (მუნდანური), ისე ორი რეალური პოლიტიკური მხარის - ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპების მიხედვით შეიძლება გამოვყოთ ორწლიანი პერიოდი: 2020 წლის ზაფხულიდან - 2022 წლის ზაფხულამდე.

სწორედ ამ ორწლიან პერიოდში გაირკვევა საქართველოში ბევრი რამ.

შეიძლება ითქვას, 2022 წლის ზაფხულამდე ერთ-ერთი მხარე გამარჯვებულის სასწორს თავისკენ საბოლოოდ გადახრის.

მათ პროგნოზირებად ჰოროსკოპებში დომინანტი პლანეტები მარსი და პლუტონია, რაც აქტიურ, დინამიკურ განვითარებაზე და ძალისმიერ მეთოდებზე მიანიშნებს (არ არის გამორიცხული ამ ყველაფერს ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის გართულებაც დაერთოს).

ამ დაპირისპირებაში პირდაპირ ან ირიბ მონაწილეობას მიიღებს პოლიციური ან სხვა გასამხედროებული სისტემები, რაც ამ დაპირისპირებას კიდევ უფრო რთულს და შეიძლება ითქვას, რომ სასტიკს გახდის.

ასე რომ, საქართველოს წინ პოლიტიკურად რთული მინიმუმ, 1,5 წლიანი პერიოდი ელის, რომელიც პოლიტიკურ არენას გარკვეულწილად გადაალაგებს და ახალი რეალობის ფორმირებას დაუდებს სათავეს (არ გამოირიცხება, ამ პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელ ნაწილში რომელიმე პოლიტიკოსის ან სხვა ცნობილი ადამიანის დაკავებაც მოხდეს, რომლის საფუძველი 2020 წელში ან უფრო ადრე განვითარებული მოვლენები იქნება)".

2020 წლის დეკემბერი, მიმდინარე პროგნოზი:

ასტროლოგიური თვალსაზრისით 2021 წლის ბოლო ნეგატიური კონფიგურაცია მარსი, სატურნის და ურანის ტაუ-კვადრატი იქნება. ეს 3-25 ნოემბრის შუალედში იქნება (პიკი:10-17 ნოემბერი), რამაც მოსალოდნელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ სერიოზული კრიზისები გამოიწვიოს.

ეს კონფიგურაცია 2021 წელს ოდნავი განსხვავებით, მაგრამ ერთხელ უკვე იყო (23 ივნისის - 11 ივლისის შუალედში), თუმცა მაშინ მარსი სატურნს უპირისპირდებოდა, ნოემბერში კი მარსი უკვე ურანს დაუპირისპირდება.

თუ ივნისს-ივლისში: მოვლენებს მოულოდნელი გამოვლენა ჰქონდა, ნოემბერში ბევრი რამის განსაზღვრა წინდაწინ შესაძლებელი იქნება. ეს შეიძლება პირველ შემთხვევაში მოულოდნელ ტრავმას, მოტეხილობას შევადაროთ, მეორე შემთხვევაში კი ქრონიკული დაავადების გამწვავებას. აქ ცხადია, უპირველესად პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები იგულისხმება და არა ტექნიკური თუ ბუნებრივი კატასტროფები.

მსოფლიო

მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიმატებს პოლიტიკური კრიზისების, ხელისუფლების ბრძოლის, მიტინგების, შეიარაღებული დაპირისპირებების ალბათობა. არ გამოირიცხება ძველი სამხედრო კონფლიქტების გამწვავებაც. იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ვალუტა ინფლაციას განიცდის, ეს პროცესი კიდევ უფრო მტკივნეულად განვითარდება. ქვეყნებს შორის დაძაბულობის ხარისხი მაქსიმუმს მიაღწევს და მოსალოდნელია პოლიტიკური ლიდერების მხრიდან საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები ან მკვეთრი ნაბიჯებიც ვიხილოთ.

მნიშვნელოვნად მოიმატებს ტექნიკური ავარიების ალბათობა. მათ შორის ავიაკატასტროფების და ავტოკატასტროფების რიცხვიც. მოსალოდნელია ეპიდემიოლოგიური სიტუაციების გაუარესებაც. ამიტომ ყველას მეტი სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა მართებს.

არ არის გამორიცხული საქართველოსთან ტერიტორიულად ან პოლიტიკურად ახლოსმყოფ რომელიმე ქვეყნის მმართველს ან პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პიროვნების სიცოცხლეს (ან ჯანმრთელობას) საფრთხე დაემუქროს.

საქართველო

დაძაბულობა ოქტომბრის ბოლოს უკვე საგრძნობი გახდება და მოსალოდნელია მთელი ნოემბრის განმავლობაში გაგრძელდეს. ბუნებრივია, ეს მაქსიმალურად იმ ქვეყნებში გამოვლინდება, სადაც მაღალია პოლიტიკური დაძაბულობის ხარისხი. სამწუხაროდ, მათ რიცხვში იქნება საქართველოც, რადგან ეს რთული პერიოდი არჩევნების მეორე ტურის დასრულებიდან ძალიან მალე იწყება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალი ალბათობით ჩვენ ვიხილავთ საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც მოსალოდნელია პიკს სწორედ ნოემბრის მეორე დეკადაში მიაღწიოს (არ გამოირიცხება ბრძოლის სასტიკი მეთოდები და მსხვერპლიც ვიხილოთ).

საქართველოს პოლიტიკური ბრძოლა იმ მოწინააღმდეგებს შორის, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ სცენაზეა, ის დიდი ალბათობით დამასრულებელ ფაზაშია.

ამ ციკლის დასრულება 2022 წლის ზაფხულში, მაქსიმუმ 2022 წლის ბოლოსთვის მოხდება. თუმცა დიდი ალბათობით მოვლენები გადალაგებას სწორედ 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყებს.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილისთვის სახიფათო პერიოდი 2020 წლის ნოემბრიდან - 2022 წლის ნოემბრამდეა, ანუ ის რეალურად, ამ ციკლის პიკზე იმყოფება და სწორედ 2021 წლის შემოდგომით გაირკვევა როგორ შეძლებს მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთული პერიოდის გავლას (რეალურად, ეს მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა და ის ამას შესანიშნავად აცნობიერებს).

მიხეილ სააკაშვილისთვის შედარებით რთულია 2022 წლის გაზაფხული, ამიტომ თუ მან 2021 წელშივე გარკვეული უპირატესობა ვერ მოიპოვა, შემდგომში გამარჯვება მას სერიოზულად გაუჭირდება.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილისთვის სახიფათო პერიოდი 2020 წლის ივლისიდან - 2022 წლის ივლისამდეა. ეს არის მისთვის აგრესიული და იმპულსური პერიოდი, რომელიც მის შედარებით სტაბილურ ემოციურ სისტემას გარკვეულ საფრთხეს უქმნის. აქ მიდის ერთგვარი სინთეზი, სიმბიოზი ორ ცნებას შორის „საქმე“ და „პიროვნება“, ანუ რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის საქმე, საიდანაც ის ენერგიას იღებს, თუ მისი პიროვნება, სახელი, რეპუტაცია. ეს როგორც აღვნიშნეთ, მისთვის აგრესიული პერიოდია და არ არის გამორიცხული, თუ ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ სასტიკი ნაბიჯები გადადგა, ეს უკან შემოუტრიალდეს როგორც ხელისუფლებას, ისე ბიძინა ივანიშვილს.

შეჯამება

მიუხედავად, ნოემბერში ერთი, თითქოს რიგითი ნეგატიური ასტროლოგიური კონფიგურაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საერთო მდგომარეობა გააუარესებს, საქართველოსთვის მოსალოდნელია გახდეს არა მორიგი პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი, არამედ უფრო რთული პროცესების მაპროვოცირებელი იმპულსი.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს პოლიტიკური ველის ორი მთავარი მოწინააღმდეგ ერთმანეთთან დიდი ალბათობით ფინალურ ბრძოლას მართავენ და ეს პროცესები 2022 წელს დასრულდება.

დასასრულ, ვისურვოთ, რომ მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში მშვიდობა და ჰარმონია ყოფილიყოს!", - წერს რამაზ გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730899898

სოციალური მედია

„ვგიჟდები ამ გოგოს გემოვნებაზე“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, იგი ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მან ამჯერად, სოციალურ ქსელში გადაღებიდან მორიგი ახალი ფოტოები გაავრცელა,...

ანუკი არეშიძე

1730898883

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი - 2.7247 ლარი დარჩა. მნიშვნელოვნად გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9288 ლარია. დღეს მოქმედი კუ...

ააა

1730895391

სოციალური მედია

„ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონია...“ - რას წერს ნინი ქარსელაძე?

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა. 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ იგი ქმარს დაშორდა ამის შესახებ ინფორმ...

ნინი ქარსელაძე

1730891103

საზოგადოება

მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ბენეფიციარი დაიღუპა

„მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს ორი ბენეფიციარი ემსხვერპლა“, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ავრცელებს.  მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 2 ბენეფიციარი, რომლ...

ხანძარი ბათუმში

1730889332

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამ დროისთვის მან მან ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისია. ამის შესახებ CNN იუ...

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი