საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.
საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.
შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე.
1730751105
ჰოროსკოპი5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავო...
1730744466
მსოფლიოვინ არის სტუდენტი გოგო, რომელმაც ირანში პროტესტის ნიშნად გაიხადა
ირანში სტუდენტი, აჰო დარიაეი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქა...
1730739749
საინტერესო ამბები7 ტიპის ადამიანი, რომელზეც ენერგია არ უნდა დახარჯოთ
ზოგს უჭირს იმის გაგება, თუ როგორ იცხოვროს სწორად ამ სამყაროში, ვისზე დახარჯოს ენერგია და ვისზე არა. ექსპერტების აზრით, არსებობს 7 ტიპის ადამიანი, რომლებზეც არ უნდა დახარჯო ენერგია, კერძოდ, საუბარია მა...
1730735831
მსოფლიომოლდოვაში ხმების დათვლა დასრულდა - მოქმედმა პრეზიდენტმა 55,33%-ით გაიმარჯვა
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. ამის შესახებ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მოწმობს,...
1730732107
საზოგადოებაწყალს არ ვსვამ და არასდროს დამილევია - სალომე გოგიაშვილი
ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო სადაც ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა. როგორც იგი ამბობს შოპინგი მისთვის თერაპიაა. „საყიდლებზე ხშირად დავდივარ და ძირითადად მარტო. შემიძლია,...