„სულ მასწავლიდა, უნდა იფიქრო კარგზე... შემეძლო მისთვის გამენდო საიდუმლო და მიმეღო ძალიან საჭირო პასუხები“ - მიხეილ ცაგარელის ემოციური ინტერვიუ დედაზე

სალომე კახეთელიძის რუბრიკის „დედას” სტუმარი ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იყო, სადაც  მან დედაზე აქამდე უცნობი მოგონებები გაიხსენა. ემოციურ ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა დედა-შვილს ერთმანეთთან.

როგორც მიხეილ ცაგარელმა აღნიშნა, დედა მას ყოველთვის გვერდში ედგა. 

„დედა იყო ყველაფერი, ღვთაება, ოპტიმიზმის საბადო, სიყვარულის არნახული ენერგიის მატარებელი. ძალიან თბილი ადამიანი, ემოციური, მგრძნობიარე. იყო ექიმი, სპეციალობაც ჰქონდა ძალიან ჰუმანური. მან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებაში.

ყოველთვის გვერდით მედგა, მამაჩემს გაუჭირდა ასტროლოგიასთან შეგუება, ამბობდა რა ფუტურისტული რაღაც არისო. დედაჩემმა პირიქით, გვერდზე დამიდგა, მხარს მიჭერდა. იყო შემთხვევები, როცა ფინანსურად უჭირდა ოჯახს და მე როგორც კურო ვითვლიდი საიდან უნდა შემოსულიყო თანხა.

სულ მასწავლიდა, უნდა იფიქრო კარგზე, შევუძახებდი თავს და ყველაფერი კარგად იყო. შემეძლო მისთვის გამენდო საიდუმლო და მიმეღო ძალიან საჭირო პასუხები.

ერთმანეთს კარგა ხანს ვეფერებოდით, ფიზიკური კუთხით სულ ვეხუტებოდით ერთმანეთს “, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730751105

ჰოროსკოპი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავო...

ააა

1730744466

მსოფლიო

ვინ არის სტუდენტი გოგო, რომელმაც ირანში პროტესტის ნიშნად გაიხადა

ირანში სტუდენტი, აჰო და­რი­ა­ე­ი­ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან ჩაცმულობის მკაცრი კოდექსის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ტანსაცმელი გაიხადა. Amnesty Iran-ის ინფორმაციით, ქა...

ირანელი გოგო

1730739749

საინტერესო ამბები

7 ტიპის ადამიანი, რომელზეც ენერგია არ უნდა დახარჯოთ

ზოგს უჭირს იმის გაგება, თუ როგორ იცხოვროს სწორად ამ სამყაროში, ვისზე დახარჯოს ენერგია და ვისზე არა. ექსპერტების აზრით, არსებობს 7 ტიპის ადამიანი, რომლებზეც არ უნდა დახარჯო ენერგია, კერძოდ, საუბარია მა...

ადამიანი

1730735831

მსოფლიო

მოლდოვაში ხმების დათვლა დასრულდა - მოქმედმა პრეზიდენტმა 55,33%-ით გაიმარჯვა

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. ამის შესახებ მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები მოწმობს,...

მოლდოვაში ხმების დათვლა დასრულდა - მოქმედმა პრეზიდენტმა 55,33%-ით გაიმარჯვა

1730732107

საზოგადოება

წყალს არ ვსვამ და არასდროს დამილევია - სალომე გოგიაშვილი

ტელეჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი „დღის პოსტის“ სტუმარი იყო სადაც ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა. როგორც იგი ამბობს შოპინგი მისთვის თერაპიაა.  „საყიდლებზე ხშირად დავდივარ და ძირითადად მარტო. შემიძლია,...

 სალომე გოგიაშვილი