"საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი" - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოპარვის ფაქტს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ეხმაურება.
"საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე.
კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი: ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, ჯერ ომიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული, საქართველოში სიტუაციის არევის მოსურნე, უკრაინაში ამრევ-დამრევი, თავის დროს იქიდანაც გაძევებული, მერე ძალით შევარდნილი, ბოლოს საქართველოში შემოპარული სააკაშვილი.
თურმე ტრაილერში, სადაც იმალებოდა, არაჟანით („სმეტანა“) იყო დატვირთული (შეიძლება სავსეც, სანამ ბელადი მუსრს გაავლებდა!) და ვიდეოებს იღებდა, „რამე რომ იყოს“, ვითომ როგორ გაიტაცეს და იმ ტრაილერის მძღოლს, რომელიც თავის ჭკუით საქმე გაუკეთა ღუპავდა.
პრინციპში, კიდეც დაღუპა და ციხეშიც გაუშვა, მაგრამ „რამე რომ იყოს“ ადამიანის გატაცების ბრალდებით უშვებდა ციხეში… ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა კიდევ ამისთანა ბელადს…. ჰო, მართლა, რომელი პროფილის საავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას?” – წერს Facebook-ზე ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა კადრები, რომელშიც ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.
ვიდეო-მასალაში სააკაშვილი საუბრობს თავის გატაცებაზე და აღნიშნავს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.
1740822105
მსოფლიო„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...
1740820052
ახალი ამბებიგურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ
გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...
1740817706
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...
1740816504
მსოფლიორუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...
1740814184
ახალი ამბები„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე
„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...