"სად იქნება ხვალ? არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მალე საქართველოშიც იქნება" - ჯანდაცვის ექსპერტი კორონავირუსის ახალ შტამზე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურად უზიარებს საზოგადოებას კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ უახლოეს ინფორმაციას.

ფხაკაძის პროგნოზით სამხრეთ აფრიკული შტამი, რომელიც მსოფლიოში უკვე იკიდებს ფეხს, საქართველოშიც მალე იქნება.

"სად არის ახალი ვარიანტი დღეს, გრაფაში კარგად ჩანს.  

სად იქნება ხვალ? არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ მალე საქართველოშიც იქნება.

                                      რა ვქნათ? იცით რა ვქნათ

ჩემი რეკომენდაციები:

✅  მოსახლეობის 90% აცრა „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით.

როგორ მიაღწიოთ ამას, აპოლიტიკური კოვიდ მართვა და შესაბამისად აპოლიტიკური გადაწყვეტილებები.

ან ჩემნაირი დამოუკიდებელ ადამიანისთვის ჩააბარეთ ეს მართვა (ამას არ/ვერ იზამთ არავინ, საქართველოში ხომ ვიღაცისტი უნდა იყო ) ან ჩვენი ჯარიდან ყველაზე გამორჩეული გენერალი (ჩვენი ჯარი აპოლიტიკურია და ყველა ვცემთ პატივს).

  ისე პორტუგალია 98% მოსახლეობის აცრა, ზუსტად სამხედრო გენერალმა შეძლო. გერმანიაში გადაწყვიტეს ამ გზით წასულიყვნენ 3 დღის წინ.

  ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა 3 თვეში მე-2 დოზიდან მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინით. თავს ნუ ვიტყუებთ და ბრიტანეთის მაგალითი გამოვიყენოთ.

  სამედიცინო პირბადე ყველგან დახურულ სივრცეში (სკოლებიც და ოფისებშიც).

  მაქსიმალურად დისტანციურ მუშაობა/სწავლა სადაც ეს შესაძლებელია.

  მასიური საინფორმაციო კომპანია და ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის ყველა წევრი.

✅  გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული სწრაფად, ეფექტურად და მტკიცებულებებზე დაფუძნებით.

✅  ქვეყნის ჩაკეტვა გამოსავალი არ არის.

  გამოსავალი არის პროფესიონალური აპოლიტიკური პროცესის მართვა.

არაპროფესიონალიზმი კლავს, ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუკზე.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსის სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს "შემაშფოთებელი" უწოდა.

ამავე თემაზე:

🔲 "აცრას არა აქვს რელიგიური დატვირთვა, ამდენად დაუშვებელია, სასულიერო პირმა აუკრძალოს ამ პროცედურის ჩატარება მრევლს ან შეუზღუდოს ზიარება იმის გამო, რომ ისინი აიცრნენ" - გიორგი ფხაკაძე

🔲 "რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა" - პაატა იმნაძე ვირუსის ახალ შტამზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო

1740773148

მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

 თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...

ზოგადი

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს