საფლავზე ვიყავი და სწორედ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, გადავუხადე მადლობა - ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: 

„პატარაობისას მოულოდნელად წავიქეცი და ისე ძალიან ვიტკინე ფეხი, რომ მეგონა, ვერასოდეს ავდგებოდი. მაშინ„ რატომღაც დედა დამიდგა თვალწინ, მისი ემოციები წარმოვიდგინე, ამ ყველაფერს რომ გაიგებდა. უმალ ძალიან ბევრი თანასოფლელი მოგროვდა და ექიმების მოსაყვანად გაეშურნენ, რადგან იმ დროს მობილურები არ იყო, რომ სასწრაფოში დაერეკათ.

მახსოვს იმ მომენტში ყველაზე მეტად ფეხზე წამოდგომა მინდოდა, მაგრამ რამდენიმე უფროსი გაყვიროდა, ხელი არ ახლოთ, სანამ ექიმი არ მოვაო. ექიმზე მეტად იმ დროს ადამიანური სითბო მჭირდებოდა, ხელში აყვანა, თანაგრძნობა, მაგრამ ვეგდე მიწაზე, სისხლი მომდიოდა, შეშინებული ვერ ვსაუბრობდი და თვალებით ვეხვეწებოდი იქ მყოფებს, დამხმარებოდნენ.

ყველა იმას გაიძახოდა, ჰაერი მიეცით, გაიწიეთო. ძალიან მინდოდა, ვინმე ახლოს მოსულიყო და თავზე მაინც გადაესვა ხელი ჩემთვის. დედა იქ არ იყო, მაგრამ ვინმეს მისი მაგივრობა მინდოდა გაეწია. მიწაზე გაშოტილი იქ მდგომი ადამიანების ფეხებს ვხედავდი მხოლოდ. უცებ თვალი მოვკარი, როგორ მორბოდა ჩემკენ ერთი ბიჭი.

ეს ჩემი ზურიკო იყო, ჩემი თანაკლასელი, რომელიც არავის დაემორჩილა, მომვარდა, ხელი მომხვია და წამომაჯინა. მან მაისური გაიძრო და სისხლიც მომწმინდა. ნახევარი საათის შემდეგ ექიმები მოვიდნენ. ახლა ვხდები, რომ იმ წუთებს ვერ გავუძლებდი, რომ არა ჩემი ერთგული მეგობარი.

ეჰ, ადამიანებო! ჩვენ სხვა ადამიანების დახმარება შეგვიძლია. ბევრი ჩვენგანი სწორედ ისეთ მდგომარეობაშია ახლა, როგორშიც მე ვიყავი იმ დროს, მხოლოდ ყურადღება და ხელის წამოშველება რომ მჭირდებოდა. ახლა ყველაზე რთული პერიოდი გვიდგას ადამიანებს და ერთმანეთთან შორს კი არა, ახლოს უნდა დავდგეთ.

დისტანცია დავიცვათო, იმას არ ნიშნავს რომ სულიც გავიყინოთ და ხელი არ შევაშველოთ ერთმანეთს. ყველა სტრესულ მდგომარეობაში ვართ და ამ სტრესს მაშინ გავუმკლავდებით, თუ თანაგრძნობას გამოვიჩენთ.

კეთილმა ადამიანებმა ჩემი მოსწავლეებისთვის ინტერნეტისა და საკვების შესაძენად თანხები ჩაგვირიცხეს. პროდუქტების საყიდლად მარტო არ წავედი, ჩემი კოლეგებიც წავიყვანე, ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება და შევთანხმდით პროდუქტების ჩამონათვალზე.

მათთან ერთად 76 ოჯახის ჭიშკარი შევაღე. როცა დავასრულეთ, თვალს ვერ ვაშორებდი ჩემს თანამშრომლებს, თვალები უბრწყინავდათ და ვერ მალავდნენ ემოციებს. მას შემდეგ ყოველდღე მთავაზობენ გვერდით დგომასა და დახმარებას. ახლა უკვე ისინიც არ ჩერდებიან: კერკეტი კაკლები დაამტვრიეს, თაფლი ქილებში გადაანაწილეს, რომ მოსწავლეებს საახალწლო ნუგბარი დაუმზადონ.

ბედნიერებაა, როცა სხვას ეხმარები და ეს უნდა გააკეთო, რომ გამოსცადო. ყველაფერი მაშინ იქნება კარგად, როცა ვისწავლით სხვა ადამიანებზე ზრუნვას. დღეს იმ პატარა ბიჭის, ჩემი თანაკლასელი ზურიკოს, საფლავზე ვიყავი და სწორედ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, გადავუხადე მადლობა იმ დღისთვის, იმ სითბოსთვის, იმ დახმარებისთვის, რომელიც იმ დღეს მან გამიწია. მადლობა ახლა გადავუხადე.

ვფიქრობ, ძალიან დავაგვიანე, თუმცა ვიცი, ეს არც სჭირდებოდა. ის ბედნიერი იყო იმით, რაც მაშინ ჩაიდინა და გთხოვთ ყველას, ბედნიერები გახდეთ. დაეხმარეთ და ნუ დაელოდებით მადლობას. ჰოდა, დაამტვრიეთ კერკეტი კაკლები, ქილები - თაფლით, ხოლო გული სიკეთით აივსეთ და ნახავთ, როგორ თავისთავად მოვა ბედნიერება“, - წერს ლადო აფხაზავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ასევე საინტერესოა:

🔵 დედა ონკოლოგიურის პაციენტი იყო...მამა უმისამართოდ გაქრა - კეთილი ადამიანების იმედად დარჩენილი ბიჭის ისტორია

🔵 ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ არათუ ერთი ბრიგადა რამდენიმე იქნებოდა - ანზორ მელია

🔵 არასაკმარისად უტიფარი მოადგილე იყო კობახიძესი - გიგი უგულავა კახა კუჭავას გადადგომაზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741081056

ახალი ამბები

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა

თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტ...

თბილისის ავარია

1741079387

საზოგადოება

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც აშშ-ის ფლოტში ყველაზე დიდ გემს გაუწევს კონკურენციას

ჩინეთი ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდს აშენებს, რომელიც კონკურენციას გაუწევს ყველაზე დიდ გემს ამერიკის ფლოტში – ამის შესახებ აღნიშნულია „ენბისი ნიუსის“ სტატიაში. სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, გ...

ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ავიამზიდი

1741078518

საზოგადოება

ლევან მახაშვილი - მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია

მედიასთან დაკავშირებით ვაპირებთ, ეფექტური მექანიზმები შემოვიტანოთ, ამ თვალსაზრისით, საუკეთესო სტანდარტი ბრიტანული მოდელია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვ...

ლევან მახაშვილი

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი