„სამწუხარო ამბის შემდეგ, მინდა დაგამშვიდოთ, ყველაფერი რიგზე მაქვს, ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია“ - გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მასზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართავს.
როგორც გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია და თავს კარგად გრძნობს.
„ყველას მოგესალმებით. სამწუხარო მოვლენების შემდეგ, შემიძლია დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია. მადლობა მხარდაჭერის გამომხატველი მრავალი მესიჯისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ისევ ჩემს მომავალ გეგმებზე ვარ კონცენტრირებული და ძალიან მალე შევხვდებით. გაუფრთხილდით თავს და თქვენს ახლობლებს“, - წერს გიორგი მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, ფრანგულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გიორგი მიქაუტაძეს სახლთან შეიარაღებული პირები დახვდნენ და იარაღის მუქარით აიძულეს კარის გაღება, რის შემდეგაც, ერთ ერთმა ბოროტმოქმედმა ის მძევლად აიყვანა, მეორემ კი ამ დროს, ჯამში 150 000 ევროს ღირებულების ძვირფასი ნივთები გაიტანა სახლიდან.
1737280384
საზოგადოებაილია თოფურია მახაჩევს: თუ მოვინდომე, დაგასრულებ
მახაჩევმა, რომელმაც 19 იანვარს ტიტული დაასრულა, ილია თოფურია ბრძოლაში გამოიწვია. თოფურიამ მახაჩევს სოციალურ ქსელში უპასუხა. „ისლამ(მიმართავს ისლამ მახაჩევს), თუ მოვინდომე, დაგასრულებ. თუ მოვინდომე, ნო...
1737278676
მსოფლიო„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან
„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...
1737275614
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია
„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...
1737273783
მსოფლიოაზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...
1737271917
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას ეხმაურება. „მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა“, - წერს პრემიერი. ცნობისთვის, 19 იანვარს მე...