საპატრიარქო: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ოჯახური ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

„წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე.

საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ჩვენს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს.

რამდენიმე წლის წინ სასკოლო საგნის მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოებმა საქართველოს საპატრიარქოს მწვავე და სამართლიანი კრიტიკა გამოიწვია, რადგან ამ სახელმძღვანელოების ზოგიერთი თემა ღიად უსვამდა ხაზს ოჯახური ღირებულებების დაკნინებას. ხანგრძლივი და აქტიური ძალისხმევა დასჭირდა LGBTQI პროპაგანდის შემცველი პასაჟების სასწავლო რესურსიდან ამოღებას, რადგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ამასთანავე, LGBTQI პროპაგანდის გავრცელებამ მრავალჯერ შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური განხეთქილება საზოგადოებაში და დაძაბულობის ინსტრუმენტადაც კი იქცა მათ ხელში, ვინც პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მოწოდებული.

ამ ტენდენციებიდან გამომდინარე, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

ვიმედოვნებთ, ეს კანონი ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რადგან ის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია ქართველი ერის თვითმყოფადობის განმსაზღვრელი ტრადიციული ღირებულებების დასაცავად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1728115419

სპორტი

„ნაპოლის“ გამარჯვება და ლიდერის პოზიცია სერია A-ში

 სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომო“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ტურის დასრულების შემდეგაც  ლიდერის პოზიციას აუცილებლად შეინარჩუნებს, სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად. ანტონიო კონტეს გუნდს წა...

ხვიჩა კვარაცხელია

1728109100

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

 8 ოქტომბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებ...

ზოგადი

1728074869

ჰოროსკოპი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და მუშაობა დაიწყოთ. შესაძლოა, რაღაც...

ასტროლოგიური პროგნოზი

1728070293

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება შაბათს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა  28° ქუთაისში დაფიქსირდება. 5 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა -...

მზიანი ამინდი

1728066214

სპორტი

სილვინიო: ჩეხეთსა და საქართველოსთან რთულ მატჩები გველის

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ბრაზილიელმა აღნიშნა, ჩეხეთსა და საქართველოსთან რთულ მატჩებს ელოდება. „ამ სანაკრებო ფანჯარაში ორი რთული მატჩი გველოდება....

სილვიონი