გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ

 „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე.

„ცესკომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას. დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.
ინიციირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ცესკოს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ.

აღსანიშნავია, რომ ინიციირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის „ქართული ოცნებიდან“ ინიციირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, დღესვე, სხდომაზე ცესკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.

„გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.

ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1728117666

სპორტი

საბა ქარდავა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

 ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა – გაგა გაგაძე, ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი, საბა ქარდავა (+100კგ) და ნინო პ...

საბა ქარდავა

1728115419

სპორტი

„ნაპოლის“ გამარჯვება და ლიდერის პოზიცია სერია A-ში

 სერია A-ს მეშვიდე ტურში „ნაპოლიმ“ „კომო“ დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა და ტურის დასრულების შემდეგაც  ლიდერის პოზიციას აუცილებლად შეინარჩუნებს, სხვა გუნდების შედეგების მიუხედავად. ანტონიო კონტეს გუნდს წა...

ხვიჩა კვარაცხელია

1728109100

საზოგადოება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

 8 ოქტომბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებ...

ზოგადი

1728074869

ჰოროსკოპი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და მუშაობა დაიწყოთ. შესაძლოა, რაღაც...

ასტროლოგიური პროგნოზი

1728070293

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება შაბათს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 5 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. მაქსიმალური ტემპერატურა  28° ქუთაისში დაფიქსირდება. 5 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა -...

მზიანი ამინდი