საქართველო ჩაიკეტება, ლოკდაუნი გამოცხადდება - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დღესასწაულების შემდეგ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ექსპერტი ამბობს, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც ჩაიკეტება. მისი განცხადებით, ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და დამსაქმებლებმა, მისი რეკომენდაციები გაითვალისწინონ.
“სიტუაცია უფრო რთულია ვიდრე გარედან ჩანს. სახელმწიფოები დაბნეულები არიან; თქვენ დაინახავთ, რომ შობის შემდეგ დაიწყება ლოკდაუნი მთელ მსოფლიოში. ახლა შობაა და ფიქრობენ, რომ როგორმე გადააგორონ ეს დღესასწაულები. საქართველოც ჩაიკეტება, არ ვიცი რა ფორმით, მაგრამ ჩაიკეტება. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, საჭიროა პრაგმატული ზომების მიღება.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ – მოერიდეთ დახურულ სივრცეში ყოფნას სხვა ადამიანებთან ერთად, თუ მაინც გიწევთ დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც შეიძლება ხშირად და დიდი ხნით გაანიავეთ ეს სივრცე.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, 100-პროცენტიანი დაცვა არც ამას აქვს, მაგრამ თუ ამას ოთახის განიავებაც დაემატება, კარგ შედეგს მოგცემთ.
ბიზნესის წარმომადეგენლებო, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენ თანამშრომლებს და რამდენადაც შესაძლებელია, გადაიყვანეთ დისტანციურზე.
ტყუილად ხარჯავთ ფულს კორპორაციულებზე, რადგან მაინც ჩაგეშლებათ, ყოველ შემთხვევაში, რაც ახალი წლის შემდეგ არის დაგეგმილი, ის აუცილებლად ჩაიშლება” – აცხადებს, პროფესორი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებს - ამირან გამყრელიძე
🔵საქართველოში ბოლო 24 საათში 6969 ადამიანი აიცრა
🔵იანვრის მეორე ნახევრიდან "ომიკრონის" შტამი დომინანტური იქნება - ბიძინა კულუმბეგოვი
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...