საქართველოში ვრცელდება ვირუსი, რომელიც, ძირითადად, 2 წლამდე ბავშვებს აზიანებს - რა სიმპტომებზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოში მომატებულია რესპირატორული, სენსიტიური ვირუსი, რომელიც, ძირითადად, 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს.

"გრიპის გარდა მნიშვნელოვანია მეორე ვირუსის მატება, ეს არის რესპირატორული, სენსიტიური ვირუსი, რომელიც ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვებს აზიანებს, კონკრეტულად - მათ ბრონქიოლებს, მისი მიმდინარეობა ყოველთვის საშუალო და მძიმეა. ეს ვირუსი 2 წლამდე ბავშვებში იწვევს სუნთქვის უკმარისობას, შეტევითი ხასიათის ხველას, მსტვინავ სუნთქვას, ამ დროს კი, ბავშვს აუცილებლად სჭირდება საავადმყოფოში მოთავსება, ჟანგბადის დამატებითი მიწოდება.

წელს, ამ ვირუსის გავრცელება, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ანალოგიური სტატისტიკა აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას. ასე რომ, წელს საქართველოში რესპირაციული, სენსიტიური ვირუსით გამოწვეულმა ბრონქიორიტმა და მწვავე რესპირატორულმა ვირუსულმა ინფექციამ, გარკვეულად, პიკს მიაღწია და მომდევნო კვირების განმავლობაში ამ შემთხვევების მატება მოსალოდნელია,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

წყარო:რუსთავი2

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵სვანებმა რომ ხატზე დაიფიცეს, მაინერებს აღარ გამოვიყენებთო, შთავგონდი და დავიფიცე, ცომს აღარ შევჭამ მეთქი - ნათია ფანჯიკიძე

🔵რამდენი ლარი გახდა 1 აშშ დოლარისა და ევროს ღირებულება - ვალუტის გაცვლითი კურსი

🔵„ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი