სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ნონა გაფრინდაშვილთან ჭადრაკის პარტია უნდა ვეთამაშო - ადვოკატი

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატ, როდნი სმოლას თქმით, მან და ნონა გაფრინდაშვილმა პირობა დადეს, რომ Netflix-თან სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჭადრაკის პარტიას ითამაშებენ.
„მე სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში, რომ შედგეს ჭადრაკის ეს პარტია ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – გაცილებით უკეთესი ადვოკატი ვარ, ვიდრე მოჭადრაკე. სასამართლოში უკეთესად ვითამაშებ, ვიდრე ნონა გაფრინდაშვილთან“, – აღნიშნა ადვოკატმა, გადაცემაში „იმედი LIVE“.
ნონა გაფრინდაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
„ქალბატონი ნონა ცნობილია თავისი აგრესიული სტილით ჭადრაკში და ეს აგრესიული სტილი გამოვიყენეთ ჩვენ სასამართლოში. ძალიან ძლიერი თავდასხმა მივიტანეთ „ნეტფლიქსის“ მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტაციაზე. კიდევ ერთი ტერმინი რომ გამოვიყენო, შემიძლია ვთქვა, რომ „ნეტფლიქსი“ ცდილობდა ბლეფზე წასულიყო და ერთგვარი ტრიუკი ეთამაშა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ყველა ის არგუმენტი, რომელიც „ნეტფლიქსმა“ წარადგინა სასამართლოზე თავის დასაცავად, მოსამართლემ უარყო და არ მიიღო“, - აღნიშნა ამერიკელმა ადვოკატმა.
ადვოკატმა ისაუბრა, რამდენად არსებობს პრეცედენტები მსგავსი სასამართლო პროცესის მოგების.
„როცა მხატვრულ ნაწარმოებს ქმნი, ეს არ გაძლევს იმის თავისუფლებას, რომ აიღო რეალური პიროვნება, დაასახელო მისი სახელი, ათამაშო მსახიობი, რომელიც ფიზიკურად ჰგავს ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს და შემდეგ გააკეთო ცრუ განაცხადი ამ ადამიანზე. ერთი საინტერესო რამ მინდა ვთქვა, როდესაც ლაზიერის გამბიტი დაეფუძნა წიგნს, წიგნს ჰქონდა მსგავსი ნარატივი, თუმცა წიგნში ყველაფერი იყო ძალიან სწორად. მასში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არა ერთხელ ჰქონია მატჩი მამაკაცების წინააღმდეგ. „ნეტფლიქსმა“ ეს შინაარსი სპეციალურად შეცვალა, რათა თავისი გმირი უფრო მნიშვნელოვნად წარმოეჩინა რეალურ გმირზე, ნონა გაფრინდაშვილთან შედარებით და ვფიქრობ, ამაზე პასუხს აგებს „ნეტფლიქსი“. ამის პატიება არ შეიძლება. „ნეტფლიქსს“ შეეძლო, ნონა გაფრინდაშვილის ნაცვლად აბსოლუტურად ცრუ პერსონაჟი გამოეგონებინა“, - განაცხადა ამერიკელმა ადვოკატმა.
მისი თქმით, წიგნის ავტორმა გამოიყენა ნონა გაფრინდაშვილის რეალური სახელი და გვარი და ფაქტები.
„ვფიქრობ, წიგნის ავტორმა შექმნა ამერიკელი ნონა გაფრინდაშვილი და ამით პატივი სცა ნონა გაფრინდაშვილს. „ნეტფლიქსს“ კი უნდა რცხვენოდეს, რომ წიგნში მოცემული ეს ინფორმაცია და ავტორის მიზანი შეცვალა და დაამახინჯა“, - განაცხადა როდნი სმოლამ.
28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაჰპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.
წყარო:იმედი
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵დაღუპულია, მინუმუმ 4 ადამიანი - ჩრდილოეთ ევროპას შტორმი „მალიკი“ უტევს (ვიდეო)
🔵კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა და 35 გარდაცვლილი - 31 იანვრის სტატისტიკა
1741629661
მსოფლიოილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა
სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...
1741626192
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...
1741626151
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...
1741626100
საზოგადოებამამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს
„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...
1741625030
სპორტი23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...