შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად, ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას

არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა“.

„ორი დღის წინ, გვიან ღამით რადიკალური ოპოზიციის აგრესიული აქტივისტები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის სახლის წინ შეიკრიბნენ და მას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. მანამდე ერთ-ერთი ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სხვა მუქარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად, სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა, ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით. ენჯეოკარტელის ეს ბოსები და ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედია სულ უფრო მეტად ემსგავსება „ათასი ბორცვის რადიოს“, ზიზღის გამღვივებელ მედიას, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა 30 წლის წინ რუანდაში დატრიალებულ გენოციდში. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის პარტიული მედიისა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებისგან მომდინარე სიძულვილის ენა უკვე ყოველდღიურობად გვექცა. სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ ეს ადამიანები არა მხოლოდ პოლიტიკურ პოლარიზაციას ახალისებენ, არამედ ისწრაფვიან სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, რაც ძალაუფლებისთვის მათი ბრძოლის მთავარი ტაქტიკაა“, – წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე წერს, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების ცუდი პრაქტიკის აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან.

„შესაძლოა, ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა თავად არ გამოჰკრან ჩახმახს თითი, თუმცა ისინი არიან, ვინც ქმნიან ისტერიულ გარემოს, რომელმაც შესაძლებელი გახადა აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, ფიცოს მკვლელობის მცდელობები. აშკარაა, რომ ისტერიის გაღვივება და მასობრივი სიძულვილის სამიზნეების შექმნა ფსევდოლიბერალური ძალების ძირითადი ტაქტიკა გახდა. მხოლოდ იღბალმა და რამდენიმე მილიმეტრმა გადაარჩინა ტრამპი და ფიცო, თუმცა იღბალმა, შესაძლოა, არ გაამართლოს ყველა საჭირო სიტუაციაში. ამ საშიში და მასიური სიძულვილის კამპანიის პროცესში, გულუხვი დაფინანსებით, მათ მხარს უჭერენ ის უცხოელი დონორები, რომლებიც რიტორიკულად აცხადებენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და, რაც ყველაზე ცინიკურია, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ერთგულებას. ამავდროულად, გრანტების მათი საყვარელი მიმღებები მოქმედებენ, როგორც სოციალური ერთიანობის, დემოკრატიული კონსოლიდაციისა და კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის მთავარი დამრღვევები. შეუძლებელია, დააფინანსო ტერორი და, ამავდროულად, უარი თქვა პასუხისმგებლობაზე. უცხოელი დიპლომატების ახალი ტენდენცია, მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ ესტუმრონ იმ ჯგუფებს, რომლებიც ჩართული არიან ქუჩის ძალადობასა და ზიზღის კამპანიაში, კიდევ მეტად ახალისებს ამ ჯგუფებში განუკითხაობის შეგრძნებას. დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოებად. ისინი ამახინჯებენ როგორც დასავლეთის, ისე დემოკრატიის იდეას. როგორც აღმოჩნდა, მცირე ნაბიჯი ყოფილა სამოქალაქო საზოგადოებიდან არაცივილურ საზოგადოებამდე. სამწუხაროდ, როგორც ვხედავთ, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ საგარეო დახმარების არსებული ცუდი პრაქტიკის გულწრფელ აღიარებას არ მოჰყვა მსგავსი ნაბიჯები ევროპელი და ბრიტანელი დონორების მხრიდან, რომლებმაც გადაწყვიტეს, გააგრძელონ უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის პოლიტიკურად ძირის გამოთხრის მანამდე არსებული პრაქტიკა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744724626

ახალი ამბები

მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის...

ფულის გზავნილი

1744722958

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გა...

მიხეილ ყაველაშვილი

1744722546

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7545 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1744718990

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული...

ლევან მაჭავარიანი

1744717794

ახალი ამბები

თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს

თბილისში დაკარგული ბავშვები - ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე იპოვეს. არსებული ცნობით, დაკარგული ბავშვები გლდანში იპოვეს. „ჩემთან ერთად არიან დაკარგული ბავშვები და დამიკავშირდნენ მშობლები. ვერ გწერ...

არსებული ინფორმაციით, თბილისში დაკარგული ბავშვები იპოვეს