შალვა პაპუაშვილი: ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ

ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას, საიდანაც სამი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია.

„ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს.

პირველი, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუკი ისინი უგულებელყოფენ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება? რამდენად შეესაბამება „საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ ექსპრეზიტენტის აღიარება „საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა? სუვერენიტეტის არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ აღიარებს ან ემუქრება მას. საქართველოს მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩაერევა მის უფლებაში თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება - საბჭოთა კავშირი თუ ლიეტუვა?

მეორე, ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მიზნით. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მცდელობებს, რამდენადაც უშედეგო არ უნდა იყოს ისინი, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევებაზე. ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი მოგზაურობა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში და მისი ოფიციალური მიღება მიუთითებს, რომ ბალტიელი პოლიტიკოსები ისევ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ. ისინი, თითქოს, მკაცრად გმობენ ყველაფერ კომუნისტურს, საბჭოთას და რუსულს, მაგრამ, როგორც ჩანს, მენტალურად მაინც ჩარჩენილები არიან იმ მარწუხებში, რომელთა დამსხვრევაც, თითქოს, ასე ძალიან უნდათ.

მესამე, ყალბი და ქაოტური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც, უკრაინაში შეჭრის დღიდან, ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს - ევროკავშირისა და ნატოს არაწევრ ქვეყანას - ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.

ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, - წერს იგი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743359515

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, კარგად აწყობილი კავშირებით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია

 არსებობს ეგეთი გაგება „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, კარგად აწყობილი კავშირებით შიგნით საქართველოში, რომელსაც წარმოადგენს ოპოზიცია, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“პარლამენტის თავმჯდომარის...

გია ვოლსკი

1743357834

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერი - აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას

 აშშ ვერ მიიღებს გრენლანდიას, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენ...

გრენლანდიის პრემიერ

1743357048

ახალი ამბები

ახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა

 ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...

ფსფფსფ

1743354710

ახალი ამბები

ნათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია

 ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...

ნათია თურნავა

1743350347

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება

 ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...

 მეუფე იაკობი