შე გრუ-ს ლეიტენანტო. შენ რომ ასეულ ათაობით ადამიანს იჭერდი, ათასობით ადამიანს აწამებდი და კლავდი - ირაკლი კაკაბაძე სააკაშვილზე
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მისი სასამართლო პროცესის პარალელურად ოპოზიციის აქციის ორგანიზებას შეეხება, მწერალი, ირაკლი კაკაბაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება. კაკაბაძის შეფასებით, მსგავსი განცხადებებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო ომის პროვოცირებას ცდილობს.
“შე გრუ-ს ლეიტენანტო. შენ რომ ასეულ ათაობით ადამიანს იჭერდი, ათასობით ადამიანს აწამებდი და კლავდი – ისინი არ იყვნენ “რეჟიმის მსხვერპლები”?! – სტარსბურგში 100-ზე მეტი საქმე გაქვს უკვე წაგებული ადამიანის უფლებების სასამართლოში და პასუხს გთხოვთ ყევლა დაზარალებული – შენი მმართველობის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიდან, ზურაბ ჟვანიადან დაწყებული, და უბრალო მოქალაქე ზერეკიძით დამთავრებული უამრავი ადამიანი მოკლეს. და შენ დაიცავი მათი უფლებები?! ახლა ირკვევა, რომ თურმე, კრემლიდან ფულს იღებდი უკრაინაში და ახლაც იქიდან გაქვს აღებული ფული საქართველოში სამოქალაქო ომის მოსაწყობად. შენი ადგილი არის ჰააგის სასამართლოში საკუთარი ერის გენოციდის მოწყობისათვის. და ჩვენ – შენგან დაზარალებული მსხვერპლები, ზოგი ამერიკის, ზოგი საქართველოს, და ზოგიც ისრაელის მოქალაქეები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვს, რომ სამართალმა პური ჭამოს. ქოცებიც თუ წააგებენ სტრასბურგში ამდენ საქმეს – მათაც იგივე ბედი ელით და ნებისმიერ სხვა მთავრობასაც, რომელიც ადამიანების უფლებებს ასე არღვევს”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კაკაბაძე.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მიმართვაში დღეს აღნიშნა, ოპოზიციამ ორგანიზება უნდა გაუწიოს საერთო ეროვნულ აქციას.
“მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში. 29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
ასევე წაიკითხეთ:
🔵ტიკარაძემ მარტო ამ განცხადებისთვის უნდა აგოს პასუხი-ეკა კვესიტაძე
🔵„ერთადერთი შვილი დაკარგა, გვიჭირს, მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ“
1735279200
საზოგადოებასაპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს - ცესკო
კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მო...
1735246372
ჰოროსკოპი27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს გარკვეული შფოთვა და გაურკვევლობა ახლავს, მაგრამ მუშაობის პროცესში ეს განცდა თანდათან გაქრე...
1735242855
საზოგადოება„მეკვლე წელს გოზინაყით და ბროწეულით უნდა შევიდეს ოჯახში“ - როგორ შევხვდეთ 2025 წელს?
„2025 წელი მარტივი არ იქნება, იგი დახუნძლული იქნება მნიშვნელოვანი მოვლენებით და ყოველი თვე იქნება განსხვავებული ამბის მომტანი. ეს იქნება მნიშვნელოვანი შედეგების წელი, რაც ვერ გამოვასწორეთ და ვერ შევძე...
1735239307
ახალი ამბებივარკეთილში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა
ვარკეთილში ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა. ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი ლიკვიდირებულია.
1735237509
საზოგადოება„მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით, სიმღერით და კეთილი სურვილებით“ - მარიკა თხელიძე
„ახალი წელი ახლოვდება, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და სურვილებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით...