შემოქმედელი მიტროპოლიტი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს

“მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას, ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია“, - ასე მიმართავს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მიტროპოლიტის მიმართვის ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაცაა, რომელსაც სთხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება ხელისუფლებაც და მთლიანად საქართველოც.
შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზის მიერ მიხეილ სააკაშვილის ზიარების ფაქტსაც ეხმაურება და აღნიშნულისთვის მას მადლობას უხდის. როგორც მიტროპოლიტი იოსები განმარტავს, სასულიერო პირის უპირველესი მოვალეობა სწორედ ის იყო, რომ ყოფილი პრეზიდენტისგან აღსარება ჩაებარებინა და ის ქრისტეს სისხლისა და ხორცისთვის ეზიარებინა.
მისივე თქმით, ციხესა და საავადმყოფოში მყოფი ადამიანისთვის მარხვის დაცვა სავალდებულო არაა, რადგან ყველაზე დიდი მარხვა განსაცდელია.
„ვაი თქვენდა ფარისეველნო, სადუკეველნო და მწიგნობარნო, რამეთუ სასუფევლის კარებში დგახართ, არც თქვენ შედიხართ და არც სხვას არ აძლევთ უფლებას (ანუ აბრკოლებთ), რომ დაიმკვიდრონ სასუფეველი ღმრთისა. ამიტომ გეუბნებით მე თქვენ, ბრძანებს უფალი: მონანული ავაზაკების, ქურდების, მრუშების, მკელობლების და სხვა ცოდვის ჩამდენთა მიმართ, ისინი შევლენ სასუფეველში, რამეთუ მირწმუნეს და მაღიარეს მე მამიჩემის წინაშე, ხოლო თქვენ განგდებულ იქნებით გარესკნელსა.“ - წერს შემოქმედელი მიტროპოლიტი ფეისბუკგვერდზე.
ამავე თემაზე:
🔵"ვივლით ამ მოჯადოებულ მძიმე, დამანგრეველ წრეზე!" ეკა ბესელია
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...
1740763659
ახალი ამბებიაფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ ბექა ღვაჩლიანი დაინიშნა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ მინისტრის პირველ მოადგილედ თანამშრომლებს ბექა ღვაჩლიანი წარუდგინა. ბექა ღვაჩლიანს განათლება მიღებული აქვს სამართალმ...