"მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა, სახელმწიფომ არ უნდა მომხედოს?" - ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
"გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…
ხოლო სტუდიაში მყოფი ჩვენი ექიმები ჰყვებიან თუ რამდენჯერ უმკურნალებიათ ციხიდან საქალაქო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებისთვის, კბილის ამოღების ჩათვლით…
მეტი რა ვთქვა არ ვიცი…
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაწყვეტილების მიმღებნი არაფრად გვაგდებენ ამას სამწუხაროდ ვაცნობიერებ, მაგრამ ხომ შეიძლება ოდნავ მაინც პოლიტიკურ თამასას და პასუხისმგებლობის ხარისხს გაუწიონ ანგარიში და გადაიყვანონ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში, თუნდაც იმიტომ რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს და დაემორჩილოს უსაზღვროდ საჭირო მკურნალობის პროტოკოლს, რომელიც თუ დაგვიანებული არ არის ნამდვილად დროული და უაღრესად აუცილებელია.
გუშინწინ სტატუსი დავწერე, ჩემს სურვილზე, რომ არასდროს გავბოროტდე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ათასებს გასცდა კომენტარები და 100-დან მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აღმოჩნდა, ვინც არ დამეთანხმა და დაწერა, რომ ექსპრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა მისი პასუხისმგებლობაა და მის “ხუშტურს”-ს ეწირება მისივე ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამაზე მაქვს შეკითხვა: მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ნანატრი ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ და სამედიცინო სექტორმა სათანადოდ არ უნდა მომხედონ, იმის გამო რომ მე გადავწყვიტე პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა? არადა ჩემი ორკესტრის დარბაზის პრობლემისადმი მთავრობის წევრთა ყურადღების გამოწვევის გამო სასოწარკვეთილებაში მყოფს არაერთხელ გამიფიქრებია მსგავსი რადიკალური სიგიჟე…
ახლა მართლა ის დროა დავივიწყოთ ყველაფერი და ღირსება შევინარჩუნოთ.
პირველად ჩემი 42 წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაზე გადის ჩემი სამშობლოს რეპუტაციის გადარჩენის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გზა!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...