შორს არსად მივდივარ - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო და საკითხზე გუნდში ამ დროიდან საუბრობდნენ.

მისივე თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს.

„როგორც გაიგეთ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა, ჩვენს გუნდთან, ლიდერებთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა რა თქმა უნდა, დეტალებზე ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ, რადგან მომავალ წელს თქვენ უფრო მეტ დეტალს გაიგებთ იმ პროექტთან, მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც ვუხელმძღვანელებ. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ახსნის იმ მიზეზებს, რომლებზეც არ შეგვიძლია, ბოლომდე ვისაუბროთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მან ყველა თანამშრომელს და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა. ამასთან, კახა კუჭავამ მომავალ პარლამენტის თავმჯდომარეს წარმატებები უსურვა.

„ყოველთვის ვამბობდი და დღესაც გავიმეორებ, რომ პარლამენტი არის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. შევეცადე, ვყოფლიყავი ყველას თავმჯდომარე. დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს თავიანთი პროფესიონალიზმისთვის. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩემს გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, ლიდერშიფს, პირადად ირაკლი კობახიძეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი საკმაოდ წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგა, მეგობარია. წარმატება მინდა ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებით მთლიანად ვიზეიმებთ გუნდიც და საქართველოც“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შალვა პაპუაშვილი დაიკავებს.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵რა ქონებით მოვიდა და მიდის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავა?

🔵შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შეცვლის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741096076

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...

სერბეთის პარლამენტ

1741096008

მსოფლიო

„დროა, აშშ-მა დატოვოს ალიანსი“ - ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან - fox news

ზოგიერთი რესპუბლიკელი და ილონ მასკი აშშ-ის ნატოდან გასვლას ემხრობიან. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. სენატორმა მაიკ ლიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი მსგავს იდეას. ლონდონში ნატოს მოკავშირე...

ნატო

1741095905

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება ერთ-ერთი ამოცანაა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1741095859

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სამი წელი რასაც ვამტკიცებდით, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იღებს

რასაც ჩვენ ვამტკიცებდით გასული სამი წლის განმავლობაში, იმის პირდაპირი მტკიცებულება აქვს უკვე საზოგადოებას, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომელსაც იღებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, – ა...

ირაკლი კობახიძე

1741095797

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...

ირაკლი კობახიძე