"შუაგულ თბილისში ქალი ვიპოვეთ სარდაფში, ერთი თვით ადრე მაინც მენახა...ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო" - აკა სინჯიკაშვილი

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში უმძიმესი ამბის შესახებ წერს, რომელიც შუაგულ თბილისში გადახდა.

"ამაზე საშინელება აღარც არსებობს. შუაგულ თბილისში ქალი ვიპოვეთ სარდაფში. უშუქობაში და სიცივეში, პირდაპირ ნაგავში და კანალიზაციაში წევს და კვდება. შიმშილით, უექიმობით, უწამლობით და უპატრონობით.
არ მიჰყავს არც სასწრაფოს, არც სხვა რომელიმე სახელმწიფო სამსახურს.

არ იღებს ლილოს თავშესაფარი და ქვეყანაში უძლურებისთვის უფასო თავშესაფარი საერთოდ არ არსებობს!

მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ მოგვეხმაროთ, რომ დღესვე გადავიყვანოთ რამე ფასიან თავშესაფარში.

მართლა გეუბნებით ახლა, რომ ავდგე და აქედან წამოვიდე, ორ დღესაც ვერ იცოცხლებს. წევს შიშველი ნაგვიან საწოლზე და ბოდავს უკვე.

გამივრცელეთ როგორც შეძლებთ ეს ამბავი. იქნებ ყველას მისწვდეს ხმა, ვინც უნდა იცოდეს ეს ამბავი. და იქნებ რომელიმე თავშესაფარი გამომეხმაუროს, წესიერი პირობებით და მამის სისხლი რომ არ ღირდეს მოხუცის დაწვენა.

ჩვენ კი ახლავე დავიწყებთ რაც შეგვიძლია", - დაწერა აკა სინჯიკაშვილმა.

აღნიშნული ფეისბუკ მიმართვიდან მალევე, ამ მძიმე ამბის გაგრძელებაზე მორიგი პოსტი დაწერა სინჯიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ბებო უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ბებო სასწრაფოდ გადავიყვანეთ არამიანცის საავადმყოფოში. ძალიან ცუდად არის. მკურნალობენ, რაც შესაძლებელია და სადაც რამე ღმერთია, ვთხოვ, რომ უკეთ გახდეს და შევძლოთ მისი გადაყვანა თავშესაფარში.

სადაც, ცხოვრების ბოლოს მაინც, ადამიანურად, საწოლზე დაიძინებს და ნორმალურ საჭმელს შეჭამს. ერთი თვით ადრე მაინც მენახა.

ექიმმა თქვა უკეთ იქნებოდაო.

რაში გაატარა ეს ამდენი ხანი, ვერც წარმოგიდგენიათ.

მილიონი იმედი მაქვს, რომ კარგად იქნება და მალე დაგველაპარაკება.

ღმერთო გვაპატიე ყველას და ეს ქალი გადამირჩინე. ყველაფერს გაგაგებინებთ. ფულს მეტს ნუღარ ჩარიცხავთ. საკმარისზე მეტიცაა ოღონდ კარგად იყოს და ...

უამრავი მადლობა ყველას, ვინც ბებოს ამბით დაინტერესდა და დახმარება გაუწია.

ყველაფერი კარგად უნდა იყოს!

სხვა გზა არ არის!",- წერს სინჯიკაშვილი.

ცნობისთვის, ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის წმინდა ნიკოლოზის ორდენით 2017 წელს დააჯილდოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "მზად ვარ, დავაფუძნო წალენჯიხაში ფონდ- იავნანას ადგილობრივი ორგანიზაცია" - პაატა ბურჭულაძე მამაუკა ხაზარაძის ინიციატივას უერთდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736523191

მსოფლიო

BBC - ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანისევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის...

ხანძარი

1736520887

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...

პუტინი

1736517597

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...

ტრამპი

1736516080

მსოფლიო

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე

1736514667

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი