სოხუმში სკოლები დახურეს ეპიდსიტუაციის დამძიმების გამო

დღეიდან, 27 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, სოხუმში ყველა სკოლა დაიხურა. ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიზეზად დაასახელა ეპიდსიტუაციის გაუარესება და კორონავირუსით ინფიცირებულ პედაგოგთა რაოდენობის გაზრდა. მანამდე, ერთი კვირით დაიხურა ქალაქ გაგრის სკოლები. 

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 83 პედაგოგი და 150-ზე მეტი ბავშვი. გაბლიას თქმით, თუ პედაგოგებს მუშაობა სურთ, უნდა აიცრან და მათ ვაქცინაციისთვის ორ კვირას მისცემენ. ოკუპირებულ აფხაზეთში მსურველებს ცრიან რუსული ვაქცინით „სპუტნიკი.“ დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 26 იანვრის მდგომარეობით აცრილია 16 622 ადამიანი.

პანდემიის განმავლობაში აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 40 800-ზე მეტი შემთხვევა. 26 იანვრის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილია 588. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

წყარო:რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵36 წლის თანასოფლელი 60 წლის კაცმა სანადირო თოფით მოკლა

🔵დედისგან მიტოვებულ 12 წლის გოგოზე ბაბუა სექსუალურად ძალადობდა, ახლა კი ციხიდანაც ემუქრება - შემზარავი ისტორია

🔵„ამ დაკარგულ გოგოზე რომელიც ასე განვიცადეთ, ათას სისულელეს ამბობენ რატომ? იმიტომ რომ ცოცხალია“ - ემიგრანტის შოკის მომგვრელი წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736773738

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8292 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8310 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1736773205

მსოფლიო

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას

ინდოეთში დაიწყო ფესტივალი, რომელიც 144 წელიწადში ერთხელ იმართება და რომელშიც წელს 400 მლნ ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. ფესტივალის მთავარი ტრადიციაა წყალში ბანაო...

ინდოეთში ფესტივალი

1736770952

ახალი ამბები

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰ...

სამგორის რაიონში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი შენდება

1736768558

ახალი ამბები

კახა კალაძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არავის გამოუვა, საქართველო კოლონიად აქციოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არავის გამოუვა, დაიმონოს ის და კოლონიად აქციოს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს...

კახა კალაძე

1736766592

ახალი ამბები

კახა კალაძე კულებას განცხადებაზე: მძიმეა იმის მოსმენა, რომ საკუთარი შვილი ფრონტზე მოხალისედ არ გაუშვა მაშინ, როცა ჩვენგან პირდაპირ ომში ჩართულობას მოითხოვდნენ

„მინდა, კიდევ ერთხელ მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს ამ მძიმე მდგომარეობის დროს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის ყოფ...

კალაძე