სოზარ სუბარი: 2011 წელს ბესიკ ხარძიანთან წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით ადვოკატი ციხეში შეუშვეს კანონის დარღვევით ბზობა დღეს, როდესაც, როგორც წესი ადვოკატებს ციხეში შესასვლელად და მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ

„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი არავინ მუშაობს,“ - განაცხადა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბესიკ ხარძიანთან უდესიანის მიერ გაგზავნილი ადვოკატი ციხეში შევიდა კანონის სრული დარღვევით.

„ახლა გადავამოწმე და ვნახე, რომ როდესაც ადვოკატი შეუშვეს ბესიკ ხარძიანთან 2011 წლის 17 აპრილს, გარდა იმისა, რომ იყო კვირა დღე, იყო ბზობის დღესასწაული და ასეთ დღეს, როგორც წესი არავინ მუშაობს. გამოდის, რომ ადვოკატი ციხეში შეუშვეს უკანონოდ, კანონის დარღვევით და ხარძიანს გადასცა რაღაც დანაბარები, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს. კიდევ ვიმეორებ ბზობის დღესასწაულზე, როგორც წესი ადვოკატებს მინდობილობის გასაფორმებლად არ სცალიათ და ციხეში არ შედიან თუ, რა თქმა უნდა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს არ ეხება. მართალია ჩვენ ვიცით, რომ ხარძიანს სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ადვოკატისთვის, ეს ცნობილი არ იყო, როგორც თავად ამბობს. ეს მართლა საოცრებაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742663671

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ აქციას - „დედამიწის საათი“

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით გაითიშა. „დედამიწის საათი“ გლობალური...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1742661789

ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილი - სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი

 „სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავ...

ბბნ

1742659408

ახალი ამბები

ირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

 საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა დ...

ირაკლი ბეროშვილი

1742657736

ახალი ამბები

ზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

 საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მე...

ზაურ დვალაშვილი

1742657626

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ქობულეთში - კაცი სახლის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა

 ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, შუა ხნის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე...

პატრული