სოზარ სუბარი: მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - მე რუსეთს შევუთვალე, რომ მე უარს ვამბობ ნატოზე თუკი დავლაგდებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართა.
დეპუტატის თქმით, არსებობს ინტერვიუ, სადაც მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ მან მედვედევს წერილით მიმართა, სადაც ის რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს სთავაზობს, რომ საქართველო უარს იტყვის ნატოში გაწევრიანებაზე, თუკი ორი ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შეთანხმდება.
სოზარ სუბარის განმარტებით, არსებობს გადაცემის ჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამ თემაზე საუბრობს, თუმცა მედვედევისთვის გაგზავნილ წერილში ეს ფაქტი ნახსენები არ არის. დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძეს კითხვები დაუსვა 2012 წლამდე საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც.
მისი თქმით, წინა ხელისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არ თანამშრომლობდა. მეტიც, საერთაშორისო სასამართლომ უარი თქვა 2008 წლის ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოებაზე, ვინაიდან მათივე თქმით, ქვეყანამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი ამ საქმესთან დაკავშირებით. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოში იუსტიციის სამინისტრო ფიგურირებდა, შეუძლებელია მსგავსი პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობის გარეშე წარმართულიყო.
„მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიასთან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - მე რუსეთს შევუთვალე, რომ მე უარს ვამბობ ნატოზე თუკი დავლაგდებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითო. ეს წერილში არ ეწერა, მაშინ ოკუპირებულ ტერიტორიებს არ ეძახდნენ, მაგრამ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით იყო საუბარი. იყო თუ არა ასეთი შემთხვევა იმიტომ, რომ ამის დოკუმენტი ვერ ვნახეთ. რა იცით თქვენ ამის შესახებ? სტრატეგიული ობიექტების გადმოცემაზე იყო საუბარი, აეროპორტებზე, მმართველობის ნებისმიერ ფორმას ვთავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხელისუფლებებს და პლუს ნატოზე უარის თქმასო, რა იცით ამის შესახებ? რა დონის მოლაპარაკება იყო, შევიდა თუ არა სიღრმეებში ამის განხილვა. ასევე მაქვს მეორე კითხვა - ომის დამთავრების შემდეგ, საერთაშორისო სასამართლოებში (სტრასბურგს არ ვეხები ამ შემთხვევაში), წამყვანი ორივე შემთხვევაში იყო იუსტიციის სამინისტრო, მაგრამ თქვენ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და შემდეგ მინისტრს, უნდა გქონოდათ გარკვეული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში განსახილველად არ მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმე იმიტომ, რომ მათი თქმით, არანაირი არგუმენტი არ ჰქონდა საქართველოს წარმოდგენილი. რატომ მოხდა ასე? რატომ ვერ იქნა არგუმენტები წარდგენილი? ასევე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველო არ თანამშრომლობდა, სანამ არ შეიცვალა ხელისუფლება 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. მესმის, რომ რუსეთი იმ ეტაპზე თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოსთან, წარადგენდა მტკიცებულებებს, საქართველოდან მტკიცებულებები არ მიდიოდა. გამოძიება დაწყებული იყო და გამოძიებას ხელს არ უშლიდა არ თანამშრომლობა. პრაქტიკულად გამოდიოდა, რომ საქართველო გამტყუნდებოდა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება რომ არ მომხდარიყო.
სწორედ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო მტკიცებულებების წარდგენა და ეს მტკიცებულებები იმდენად ბევრი და წონიანი იყო, რომ გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ნახა, რომ მისთვის სასურველად არ მიდიოდა საქმე, უარი თქვა ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე და არამხოლოდ უარი თქვა, არამედ დენონსაცია მოახდინა იმ პაქტის, რომლითაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო მოქმედებს და რომელთანაც რუსეთი შეერთებული იყო. საბოლოოდ ეს საქმე ჩვენ მოვიგეთ, რამდენიმე ადამიანის მიმართ ძებნაც კი გამოცხადდა ჰააგის სასამართლოს მიერ. რატომ ხდებოდა ასე? რატომ არ ხდებოდა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა? კიდევ გავიმეორებ, კარგად ვიცი, რომ იუსტიციის სამინისტრო იყო წამყვანი ამ პროცესებში, მაგრამ შეუძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში არ ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ თქვენ, როგორც მინისტრის მოადგილე კურირებდით საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს.
სააკაშვილი გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს - მე შევუთვალე პუტინს, რომ უარს ვიტყვით ნატოზე, შეთანხმების შემთხვევაშიო. ანუ მოიტყუა? პირველ კითხვასთან დაკავშირებით, მგონი საზოგადოებას ახსოვს და ჩვენი ეთერის შემდეგ, იმედია ჟურნალისტები ამ ჩანაწერს მონახავენ და აჩვენებენ საზოგადოებას, თუ როგორ ამბობს სააკაშვილი, რომ მან პუტინს შეუთვალა, რომ ნატოზე უარს ამბობდა. ასეთი სერიოზული განცხადებების გაკეთება და ნაბიჯების გადადგმა პრეზიდენტის მხრიდან წარმოუდგენელია საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით მომხდარიყო, მაგრამ თუ ასე ხდებოდა, კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა ტიპის მმართველობა არსებობდა იმ რეჟიმის პირობებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1743267045
ახალი ამბებიმაჭავარიანი: იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღეს ანწუხელიძისა და სხვა ჩვენი გმირების სახელებს ამოფარება, ამორალური და სამარცხვინოა!
„იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ლაზარე გააგმირეთ, ვინც მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნასა და უკრაინისთვის ჩვენი შეიარაღების გადაცემას, შესაბამისად კი, რუსეთთან პირდაპირ ესკალაციას მოითხოვდით, დღ...
1743266874
სპორტი„იყო მძიმე ტრავმის საფრთხე, მაგრამ „პალერმოსთან“ თამაშისთვის მზადაა“ - „სალერნიტანას“ მწვრთნელი ლოჩოშვილზე
ულ ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და „სალერნიტანას“ „პალერმოს“ წინააღმდეგ მატჩში დაეხმარება. ქართველმა მცველმა დაზიანების გამო მოედანი სომხეთთან შეხვედრის მეორე ტაიმში დატოვა, რის გამოც საპასუ...
1743264929
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ახალგაზრდებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალყური პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები ახალგაზრდა მოექცეს იმ ბინძური აღქმების ქვეშ, რომელსაც უსამშობლო აგენტურა გვთავაზობს
ბოლო დღეების ისტერია უსამშობლო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და დაფინანსების გარეშე დარჩენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ემსახურება ერთ მიზანს - როგორც 2012 წლამდე მათი რეჟიმის დროს, ასევე...
1743263201
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: „ნაცები" არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას, პანიკაში არიან და ზრუნავენ, იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა
„ნაცები“ არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ - იქნებ აგრესიის...
1743261284
ახალი ამბებიგრეტა წიწავა: „ნაცების“ პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, რუსეთი საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო - ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, „ქართული ოცნება“ აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და ა...