სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაცვის პოლიციის თანამშრომლები - ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და სამტრედიაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე შსს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ამავე უწყების ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში 2021 წლის სექტემბრის თვეში და 2022 წლის 15 აგვისტოს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ჯ. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11′, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 29 სექტემბერს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 20 მაისს და ამავე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი პ.ზ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 7 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი შ.ა. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას“, – აცხადებენ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 20%-ით გაიზრდება" - ღარიბაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745067253

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო

 დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...

ააა

1745064932

ახალი ამბები

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

 აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...

ზოგადი

1745063057

ახალი ამბები

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები