სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ გამარჯვებას, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ბოროტება და აგრესია - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ამომრჩეველს სოციალური ქსელით მიმართა.

მან მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც გვგულშემატკივრობდათ და ყველაფერს აკეთებდით იმისთვის, რომ წარმატებას მიგვეღწია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველ რიგში ჩვენს ქალაქს - თბილისს, თბილისელებს სჭირდება მომდევნო წლების განმავლობაში ყველა იმ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და რეალიზება, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში მოყოლებული, 2017 წლიდან გვაქვს წამოწყებული და მართლა ბევრი სასიკეთო საქმე გვაქვს გაკეთებული ამ ქალაქისთვის, მაგრამ ცხადია არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები, პრობლემები და ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზად არის ამ პრობლემებს ღირსეულად უპასუხოს კონკრეტული საქმეებით და პროექტებით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ბოროტება, სიძულვილი და ის აგრესია, რაც ოპონენტების მხრიდან მოდიოდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, კალაძემ ხმების 55% მიიღო. თბილისში 769 უბნიდან 768 უკვე დათვლილია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის მერობის არჩევნებში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს

🔴 მე არ ვცნობ შედეგებს, მეგობრებო თქვენი ხმა გაყალბდა - გიგი უგულავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741629661

მსოფლიო

ილონ მასკი: X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა

სოციალური ქსელი X-ის წინააღმდეგ მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასიური კიბერშეტევა, - განაცხადა ილონ მასკმა. „ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით შეტევებს, მაგრამ [დღეს] ეს განხორციელდა დიდი რესურსებ...

ილონ მასკი

1741626192

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მდინარაძემ აღნი...

მამუკა მდინარაძე

1741626151

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რომელიც აზიანებს ადამიანების ჯანმრთელობას, შესაბამისად, როგორც საზოგადოებას დავპირდით, შევიმუშავეთ ანტინარკოტიკული რეფორმა

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა”, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების...

 მამუკა მდინარაძე

1741626100

საზოგადოება

მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

„ბოლო წლების განმავლობაში ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და გარედან თავსმოხვეული მიდგომების ნაწილი იყო ე.წ. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც ერთდროულად აზიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანების ფს...

მამუკა მდინარაძე

1741625030

სპორტი

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

ტირანაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოსვლას ხვალიდან, 12 მარტიდან დაიწყებენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდი ალბანეთის დედაქალა...

სპორტსმენი