სტიქია ბაღდათში - კომპანია „ზეკარი“ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა მაღალმთიანი სოფელი ხანი გარე სამყაროს მოწყვიტა.

მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. ხანს, სადაც 275 ოჯახი ცხოვრობს, არც ელექტროენერგია მიეწოდება, რადგან სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. 

ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც დააზარალა. მდინარე ხანისწყალმა კალაპოტი გაარღვია და კომპანია „ზეკარის“ ტერიტორია დატბორა.

ამ დროისთვის, ზარალის დათვლა მიმდინარეობს. დაზიანებულია საწარმოს დანადგარები. კომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა სწრაფად მოხდეს ქარხნის რეაბილიტაცია და აღდგეს სამუშაო პროცესი. კომპანია „ზეკარში“ ადგილობრივები არიან დასაქმებულები და მათ ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიას ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს. ზარალი შესასწავლია. წყალმა დატბორა საწარმოს ეზოც და დააზიანა შენობა-ნაგებობები. ძლიერი ნაკადისა და წყლის დონის გამო, საწარმოს თანამშრომლები ვერ ახერხებენ ქარხნის შიდა პერიმეტრზე შესვლას.

კომპანია „ზეკარის“ ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დახმარებას და ადგილზე არსებული სიტუაციის სწრაფად შესწავლას სთხოვს, რათა საწარმომ ფუნქციონირების აღდგენა შეძლოს. ამ დროისთვის, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალი მასშტაბურია და შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის. ასევე, სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727510806

ახალი ამბები

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ამილახვარი განათლების...

გიორგი ამილახვარი

1727509675

ახალი ამბები

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა - დაკავებულია ერთი პირი

კაცი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე გუშინ ღამით დაჭრეს, დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1727508753

სპორტი

გიორგი ლორიას კვიპროსზე ჯილდო გადასცეს

 კვიპროსის ჩემპიონატში დასრულდა მეოთხე ტურის მატჩები. არადიპოუს „ომონიას“ ქართველ მეკარე გიორგი ლორიას ფეხბურთელების პროფესიულმა კავშირმა ახლა გადასცა ჯილდო პირველი ტურის საუკეთესო მოგერიებისთვის. გამ...

გიორგი ლორია

1727508392

საზოგადოება

ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

 საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკ...

ცესკოცესკო

1727469956

მსოფლიო

რეპერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი [Diddy] ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. გასულ კვირას მისი დაპატიმრება ნიუ-იორკში მოხდა მთელი რიგი სამოქალაქო საჩივრების ფ...

შონ კომბსი