სულ რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ - ლელა კაკულიას ადმინისტრაციის საგანგებო მიმართვა

 წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ადმინისტრაცია საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მეგობრებო,
გამომდინარე იქიდან, რომ ზოგი უკვე მოქმედი პოლიტიკოსისა თუ პოლიტიკაში ჩართვის მსურველთა მხრიდან კვლავაც გრძელდება „გიორგი ბრწყინვალის“ თემით სპეკულირება, გვსურს შეგახსენოთ იმ წინასწარმეტყველებათა ნაწილი, რომლებიც სწორედ „გიორგი ბრწყინვალის“ შესახებ აქვს წარმოთქმული და გამოქვეყნებული ლელა კაკულიას.

მავანთ გვსურს მოვუწოდოთ, კარგად ჩახედონ ჩანაწერებს, გულდასმით გაიაზრონ საქართველოს მომავალი მმართველის ნიშან-თვისებები, მისი გარეგნული აღწერილობა თუ პიროვნული მახასიათებლები, მისი ცოდნა-განათლების მაჩვენებლები და მხოლოდ შემდეგღა გამოთქვან ამბიციები „გიორგი ბრწყინვალეობაზე“.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ასეთი ამბიცია აწუხებს: ნუ შეეცდებით მოირგოთ „გიორგი ბრწყინვალის“ ტიტული — ეს სრულიად ფუჭი და ამაო მცდელობაა!

მით უმეტეს, რომ როგორც სულ რამდენიმე წუთის წინ დაგვიდასტურა ქალბატონმა ლელამ, „გიორგი ბრწყინვალე“ ჯერ არ არის საქართველოში და ჯერ არ სწვევია ქართველ წინასწარმეტყველს — რაც, წინასწარმეტყველების მიხედვით, მისი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს!!!“ - აღნიშნულია წინასწარმეტყველის ოფიციალურ ვერდზე, რომელიც 5 დეკემბრით ტარიღდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ვერაფრით ვიოკებ ცხოველურ სიძულვილს ყველა გაცხადებული და ფარული ანტივაქსერის, პროფესიონალი დეზინფორმატორებისა და ტლუსა და უბირის მიმართ - მარინე ჩიტაშვილი

🔵კაცი, ერთ დღეში კორონავირუსზე 10-ჯერ აიცრა

🔵იტალიელი ასტროლოგის, პაოლო ფოქსის 2022 წლის პროგნოზი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1740840318

ახალი ამბები

„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...

დავით ბახტაძე

1740837855

ახალი ამბები

„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...

შალვა პაპუაშვილი

1740836360

მსოფლიო

„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...

ზელენკსი

1740833952

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი

 „რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...

ლევან მაჭავარიანი

1740831287

მსოფლიო

რომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...

რომის პაპიი