კაცი, ერთ დღეში კორონავირუსზე 10-ჯერ აიცრა

dw.com-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში გამოავლინეს პიროვნება, რომელმაც სხვა ადამიანების სახელითა და გვარით ერთ დღეში ათი კოვიდვაქცინა გაიკეთა. გამოცემის თანახმად, პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა კლინიკას ესტუმრა და აიცრა. პოლიციამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ახალ ზელანდიაში ვაქცინაციის დროს პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სავალდებულო არაა.
ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს შემაშფოთებელს და ორმხრივ სახიფათოს უწოდებს. უწყების განცხადებით, მამაკაცმა საფრთხეში ჩაიგდო როგორც თავისი სიცოცხლე, რადგან ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გავლენას იქონიებს მის ორგანიზმზე ამ რაოდენობის ვაქცინა, ასევე სხვა ადამიანები, რადგან ის 10 პირი, რომელსაც გაყალბებული კოვიდაცრის დოკუმენტი აქვს, შესაძლოა გარშემომყოფებისთვის ვირუსის გადამტანები იყვნენ.
უწყება შეგნებულად არ ასახელებს ასევე იმ დასახლებულ პუნქტსა და კლინიკებს, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა და დაჟინებით ურჩევს “ენთუზიასტ ვაქსერს”, რომ დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო გამოკვლევა.
ექიმები აცხადებენ, რომ ერთ-ორ დღეში ეს ადამიანი თავს ცუდად იგრძნობს, რადგან მისი ორგანიზმი დაიწყებს სხვადასხვა სახეობის ვაქცინის შესაბამის იმუნიტეტის გამომუშავებას. თუმცა, მიიჩნევენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
ასევე დაგაინტერესებთ:
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...