თამარ ჟამურაშვილი ეპიდვითარებაზე: ოფიციალური დანაშაულია, როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი კორონავირუსის ახალი სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჟამურაშვილი აღნიშნავს, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება.

"SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში B.1.1.529

‼ დიდი რაოდენობის და საშიში მუტაციებით!!

‼ სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი შტამი უკვე ევროპაშია >> ანუ ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით…

‼ ‼ ‼ მივაქციოთ ყურადღება, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება!!!

საქართველოში ამ დროს მიტინგების და შეკრებების ფონზე აბსურდული დისკუსია ორ მწვანე პასპორტზე…

⁉ ისმის კითხვა, განზრახ დაწყებული გენოციდი თუ მართლაც მძიმე ფორმის გონებაშეზღუდულობა?

                             

                                ‼ ე.წ. „მუდმივი მწვანე პასპორტით“ სამი მიზანი იქნება მიღწეული:

 

1. მსხვერპლი გაიზრდება!!!

2. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება!!!

3. მსოფლიოში მართლაც პირველები ვიქნებით გონებაშეზღუდულთა ქვეყნის სახელით!!!

‼ პანდემია, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მართლაც კარგად შეიძლებოდა მართულიყო მინიმალური მსხვერლით, ფაქტიურად ავტოპილოტზეც არ არის.

პანდემიის დასრულების შემდეგ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და დარწმუნებული ვარ ბევრი ექიმი იგივე აზრზეა, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!!

ხალხი იღუპება!!!

ოფიციალური დანაშაულია, როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო და დამკვირვებლის როლი მოირგო!

‼ ბევრი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანია, არა ეს მიტინგები და არა ამპარტავნული დამოკიდებულება გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების მიდგომები!!
მომიტევეთ პირდაპირობა, ორწლიანი ზეზღურბლოვანი გაღიზიანების ბრალია…" - წერს ჟამურაშვილი.

ცნობისთვის, მსოფლიო მორიგი კოვიდ-გამოწვევის წინაშეა. ჯანმომ კორონავირუსის ე.წ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს “ომიკრონი” უწოდა და “შემაშფოთებელი ვარიანტის” კლასიფიკაცია მიანიჭა.

სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ივანე ჩხაიძე ახალ შტამზე: ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

🔲 გამყრელიძე ახალ შტამზე: ლუგარის ლაბორატორიაში, რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1741005544

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი