გამყრელიძე ახალ შტამზე: ლუგარის ლაბორატორიაში, რამდენიმე საეჭვო შემთხვევას ვიკვლევთ

"საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის რამდენიმე "საეჭვო შემთხვევის" კვლევა მიმდინარეობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, სადაც მიმდინარეობს ამ რამდენიმე ნიმუშის სეკვენირება, ამას რამდენიმე დღე სჭირდება.
სეკვენირება ნიშნავს გენის დაშლას და შემდგომ შედარებას, არის თუ არა მუტაცია გენომში. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა", – განაცხადა გამყრელიძემ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თქმით, წინასწარი დასკვნები მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამი შეშფოთებას იწვევს და მას ომიკრონი დაარქვეს.
სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში COVID-19-ის ახალი შტამი გავრცელდა, რომელიც უკიდურესად დიდი რაოდენობის მუტაციებს შეიცავს და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული ვარიანტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
ამავე თემაზე:
📌 ნანა გეგეჭკორი: გადარჩენის ერთადერთი გზაა, პირბადე+დისტანცია+მეცნიერებაზე დამყარებული რეგულაციები
1740988176
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...