თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს.  ჟურნალის წარმომადგენლებს  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

სტატიაში საოჯახო დასვენებისთვის მსოფლიოს 7 საუკეთესო მიმართულებაა წარმოდგენილი.  თბილისი შემდეგ მიმართულებს შორისაა: ლოს-ანჯელესი(აშშ), სინგაპური, მიუნხენი(გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა(ბოტსვანა) და ჯაისამლერი(ინდოეთი).

თბილისზე საუბრის დასაწყისში, ჟურნალისტები ტაძრებს, ქვაფენილიან ქუჩებსა და მიმზიდველ კაფეებს ქალაქის იდენტობის ნაწილად მიიჩნევენ. ავტორები მკითხველს უზიარებენ საინტერესო მარშრუტებს: “ბავშვიან წყვილებს შეუძლიათ  ანჩისხატის ტაძრიდან დაიწყონ ფეხით სეირნობა, გაიარონ გუდიაშვილის მოედანი და სიყვარულის ხიდამდე მივიდნენ“,- ვკითხულობთ სტატიაში. მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებულად გამოარჩევენ ფუნიკულიორიდან და რიყის პარკის საჰაერო ბურთიდან გაშლილ ქალაქის ხედებს. ინდოელ ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ ლეღვთახევის ჩანჩქერისა და გოგირდის აბანოების მოხსენიებაც. „თბილისური თავგადასავალი დააგვირგვინეთ საუცხოო ხაჭაპურით, კერძებით სავსე გობით და ადგილობრივი ღვინით“.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ავიაკომპანია Vistara-ს შერწყმა ინდოეთის უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-სთან.

IndiGo თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დელიდან ასრულებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729751387

ჰოროსკოპი

„არ არის კარგი ახალი საქმის დაწყება და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება“ - 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, რომელიც მოგცემთ საშუალებას მარტივად აითვისოთ ნებისმიერი რამ, ასევე ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ...

ნინა სუსლოვა

1729746762

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, ა...

იტალია

1729715407

ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი თუ არ მოდუნდებით და აქტიურად იმუშავებთ, ეს დღე წარმატებული იქნება. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში დადები...

ჰოროსკოპი

1729710647

საზოგადოება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამ...

შუქი

1729706520

საზოგადოება

„მათი ბაბლი შემოვარდა, რატომ გამოყავი ეს ოთხეულიო... ყველამ, ვინც კითხვა იცის მისთვის გასაგებია“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ სპორტსმენებისადმი გამოხატული მხარდაჭ...

ზურა ხაახიძე