თბილისში უგონო მდგომარეობაში მყოფ კაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ, სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს.

„თბილისის მე-4 რაიონული სამსახურის 0431 ბრიგადამ გამოძახება მიიღო - ლოზუნგი-უგონო. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას შუახნის კაცმა გონება დაკარგა.

გამოძახების ადგილზე მისულ ბრიგადას საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა. ხალხმრავალ ადგილას, დიდ დარბაზში იატაკზე მწოლიარე უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი.

როგორც ბრიგადის ექიმი თეონა ჯიჯიაშვილი იხსენებს, კაცი არ სუნთქავდა, ხოლო მონიტორზე დაფიქსირდა გულის გაჩერება. ბრიგადის ექიმების მიერ ჩატარებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად აღდგა სასიცოცხლო პარამეტრები. მონიტორზე დაფიქსირდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ პაციენტი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით გადაყვანილ იქნა თბილისის ერთ-ერთ სტაციონარში.

ექიმ თეონა ჯიჯიაშვილის ინფორმაციით, მოგვიანებით ექიმებმა მოიკითხეს პაციენტის მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ჩაუტარდა კორონარული სტენტირება და მისი გამოჯანმრთელების პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს.

გვეამაყება: ექიმი - თეონა ჯიჯიაშვილი, უმცროსი ექიმი - გიორგი ჯვებენავა, მძღოლი - ხვიჩა რევაზიშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729715407

ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი თუ არ მოდუნდებით და აქტიურად იმუშავებთ, ეს დღე წარმატებული იქნება. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში დადები...

ჰოროსკოპი

1729710647

საზოგადოება

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამ...

შუქი

1729706520

საზოგადოება

„მათი ბაბლი შემოვარდა, რატომ გამოყავი ეს ოთხეულიო... ყველამ, ვინც კითხვა იცის მისთვის გასაგებია“ - რას წერს ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ სპორტსმენებისადმი გამოხატული მხარდაჭ...

ზურა ხაახიძე

1729701967

საზოგადოება

,,16 წლისა, ემოციებით სავსე ბავშვი ვიყავი, რომელიც მამას მიჰყვებოდა, დღეს უკვე თვითონაც მამა ვარ და სულ სხვანაირად გავაცნობიერე, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული - თუ რისთვის იბრძვიან მამაჩემი და ჩვენი მშობლები ამდენი წელია" - ბერა ივანიშვილი

,,ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილმა, ბერა ივანიშვილმა, თბილისში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე იმღერა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ,,ჩემთვის დიდი პატივია,...

ბერა

1729697737

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმდიდრეს მაგნიტივით იზიდავენ

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, ბუნებრივად თანდაყოლილ თვისებებს ფლობს, რაც მათ განსაკუთრებულს ხდის. არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც იზიდავენ სიმდიდრეს - დიახ, არ მოგესმათ, სწორედ ასეა და მათ უნიკალური ნიჭი...

ჰოროსკოპი